სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ცურვით სამსახურამდე - მაშინ როცა მიუნხენი საცობებით სავსეა
13-09-2018
-
+


საცობებში დიდხნიანი დგომისა და მომაბეზრებელი სიგნალების თავიდან ასაცილებლად მიუნხენელმა ბენჯამინ დევიდმა საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართა. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა სამსახურამდე ცურვით იაროს და ამით საკუთარი ნერვები და დრო დაზოგოს. 

ამ დღიდან მოყოლებული ბენჯამინი ყოველ დილით თავის სამოსსა და ლეპტოპს წყალგაუმტარ ჩანთაში დებს, საცურაო კოსტუმს იცვამს და მდინარე იზარში ხტება. 

თავის სამსახურამდე (დევიდი ლუდის ბიზნესში მუშაობს) „მისაცურად“ მას 12 წუთი სჭირდება. 

„ეს ძალიან სახალისო და რაც მთავარია, სწრაფი გზაა. აქამდე ყველაფერი ვცადე, მანქანა, ავტობუსი, ველოსიპედი, ფეხით სიარული, მაგრამ დიდი დრო მეხარჯებოდა“ - აღნიშნა დევიდმა. 

არავინ იცის როდემდე გასტანს დევიდის რიტუალი, რადგან ბავარიის დედაქალაქში ზამთარში საკმაოდ ცივა და წყლის ტემპერატურა 4 გრადუსამდე ჩამოდის. 

„მე სამსახურში ასე მხოლოდ ზაფხულში დავდივარ, მაგრამ მგონი ზამთარშიც შევძლებ გაცურვას. მთავარია, გრძელი საცუარო კოსტიუმი ვიყიდო“ - თქვა დევიდმა Reuters-სთან საუბრისას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება