სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მსოფლიოს 12 ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა
19-10-2018
-
+


ცნობილმა ფლორენციელმა ფოტოგრაფმა მასიმო ლისტრიმ წიგნი „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკები“ გამოუშვა, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი წიგნსაცავების ფოტოებია შესული, გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ქრემსმიუნსტერის საააბატოს ბიბლიოთეკა, ქრემსმიუნსტერი, ავსტრია

ქრემსმიუნსტერის საააბატო - ერთ-ერთი უძველესი მონასტერია ავსტრიაში. მისი ბიბლიოთეკა არქიტექტორმა კარლო ანტონიო კარლონიმ 1670 წელს დააპროექტა. კოლექცია დაახლოებით 170 000 წიგნს ითვლის.


ჯიროლამინის ბიბლიოთეკა, ნეაპოლი, იტალია

უნიკალური ბიბლიოთეკა 1586 წელს დაარსდა და ნეაპოლში უძველესია. მასში ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, იშვიათი გამოცემები და ძველი მუსიკალური პარტიტურები ინახება. ეკლესიასთან ერთად ბიბლიოთეკა უზარმაზარ ისტორიულ კომპლექსს წარმოადგენს.


ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ხელნაწერების მდიდარ კოლექციას ინახავს. წიგნსაცავი XV საუკუნეში პაპა სიქსტუს IV-მ დაარსა. დღეს ბიბლიოთეკის ფონდში  დაახლოებით 1,6 მლნ დაბეჭდილი წიგნი, 150 ათასი მანუსკრიპტი, 8300 ინკუნაბული, 100 ათასზე მეტი გრავიურა და გეოგრაფიული რუკა და 300 000 მონეტა და მედალი ინახება.


ჟუანინას ბიბლიოთეკა, კოიმბრა, პორტუგალია 

1537 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან III-მ პორტუგალიის უნივერსიტეტი ლისაბონიდან კოიმბრაში გადაიტანა. უნივერსიტეტში ჟუანმა ბევრი გამოჩენილი პორტუგალიელი და ევროპელი პედაგოგი მიიწვია და რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკა გახსნა.


სამეფო ბიბლიოთეკა მაფრას სასახლეში, პორტუგალია

პორტუგალიაში ყველაზე დიდი სამეფო სასახლე 1771 წელს ლისაბონის შემოგარენ მაფრაში აშენდა. სასახლე მეფე ჟუან V-ისთვის და მისი მეუღლე მარია ანა ავსტრიელისთვის შენდებოდა. სასახლე გრანდიოზულ ბიბლიოთეკას მოიცავს. 


 

სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა, დუბლინი, ირლანდია

სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა - ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი ბიბლიოთეკაა. 1732 წელს აგებული წიგნსაცავი, ხუთ დიდ შენობას მოიცავს. მასში ცნობილი მწერლების და მეცნიერების ბევრი ბიუსტია განთავსებული. 


წმინდა ჟენევიევას ბიბლიოთეკა, პარიზი, საფრანგეთი

ეს პარიზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა, რომელიც ანრი ლაბრუსტის პროექტით 1843-1851 წლებში აშენდა. იგი წმინდა ჟენევიევას გორაზე მდებარეობს და 2 მლნ-ზე მეტ წიგნს ინახავს. 


წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა, შვეიცარიის ქალაქ სანქტ-გალენში

შვეიცარიის უძველესი ბიბლიოთეკა VIII საუკუნის დასაწყისში წმინდა გალას მონასტრში დაარსდა. ბიბლიოთეკის ფონდში დაახლოებით 160 000 წიგნია. 


სტრაჰოვის მონსატრის ბიბლიოთეკა, პრაღა, ჩეხეთი

ბიბლიოთეკა 800 წელზე მეტია არსებობს. მასში დაცული უძველესი ნიმუშები XII საუკუნეს მიეკუთვნება. დღეს ბიბლიოთეკის ფონდი დაახლოებით 200 000 წიგნს ითვლის.


ადმონტის სააბატოს ბიბლიოთეკა, ადმონტი, ავსტრია 

ადმონტის სააბატოს ბიბლიოთეკა 1865 წელს აშენდა. შენობა რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს - ადრეული ბაროკოდან ნეოგოთიკამდე.


პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

ბიბლიოთეკა 1837 წელს დაარსდა. 1900 წელს კი საჯარო გახდა. გარე და შიდა გაფორმების გამო ბიბლიოთეკის შენობა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშაობად იქცა და არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში. 2014 წელს ჟურნალმა Time-მა მსოფლიო ბიბლიოთეკებს შორის სილამაზით მე-4 ადგილი მიაკუთვნა. 


რეიკსმუზეუმის ბიბლიოთეკა, ამსტერდამი, ნიდერლანდები 

რეიკსმუზეუმი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი მუზეუმების ოცეულში შედის. 1885 წელს აგებულიი მისი კვლევითი ბიბლიოთეკა კი ინახავს ძვირფას მასალებს აუქციონის კატალოგებით დაწყებული იშვიათი პერიოდიკებით დამთავრებული.


 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება