სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მაიძულე დედობრივი ეგოიზმი დავასამარო...“ ქართველი მწერლის ბარათი შვილს
27-08-2018
-
+


მწერალი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში დედა-შვილობაზე საოცარ წერილს აქვეყნებს... რა ხდება მაშინ, როდესაც დედა შვილის საქციელით ამაყია და რას ურჩევს, როგორ გააგრძელოს არჩეული გზა მომავალმა, ამას მწერლის წერილიდან ამოიკითხავთ...

#ბარათი შვილს....

"არასოდეს მითქვამს, როგორი გაზრდილიყავი, ყოველთვის მიგითითებდი, როგორი არ უნდა ყოფილიყავი. მერე თავად ახარისხებდი ადამიანთა სიქველესა და სისასტიკეს და პირობას დებდი:

- დე, მე ასეთი არ გავიზრდები!

ასეთი პირობა მომეცი მაშინაც, როცა სანიაღვრეში ადამიანის მიერ გადაყრილი თვალგაუხელელი ლეკვები მანახე.

როგორ გაუხარდი მაშინ "დე"- ს.

შენ უკვე არჩეული გქონდა ადამიანობასა და ცხოველობას შორის - ადამიანობა.

შენ უკვე შენნაირი ხარ და ვერავინ გადაგაფიქრებინებს.

შენ სავალს მალე გაიბილიკებ კიდეც და გზად უამრავი მცირე და დიდი დაბრკოლებები შეგხვდება, მაგრამ ლაფში ვერ გაგსვრიან, აიცილებ.

არასოდეს მიატოვო ადამიანები, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს!!! მოგატოვონ თვითონ და დააკვირდი, როგორ ეშვებიან თავქვეზე, როგორ ვეღარ ჩერდებიან წასულები.

მათ შემხედვარეს არ გაგიჩნდება მსგავსის სურვილი.

ზოგჯერ ვითომ კედელი ხარ, ჩამოინგერი, დაიფშვენი და ახლიდან აშენდი, გამოძვერი შენივე ნანგრევებიდან, დამიჯერე, ასეა საჭირო !

ზოგჯერ იატაკქვეშეთში ჩაიკეტე, დაალაგე იქაურობა, მხოლოდ შენ იცი , რას მალავ იქ.

არავინ დაიხმარო, არავინ ჩაიყოლო.

მძაგს ტყუილი, იცი როგორც, მაგრამ თუ შენი ტყუილი, მომაკვდავს ააყენებს, დაე, იცრუე, ოღონდ კეთილად.

არ დაივიწყო საყვარელი ადამიანებისაგან მოყენებული ტკივილები, არ აპატიო მარტივად! თუ გიყვარს, იბობოქრე, სულში ჩაუძვერი და სინანული გაუღვიძე.

მეც, დედასაც, არ მაპატიო რაიმე ისეთი, რაც შენ ინდივიდუალიზმს დაგაკარგვინებს, დედობამდე ადამიანობა მოითხოვე ჩემგან, რომელიც ყველა სტატუსზე მაღლა დგას და მაიძულე დედობრივი ეგოიზმი დავასამარო.

გახსოვდეს, რომ ბოროტების ჩადენა დედებსაც შეუძლიათ, უბრალოდ დედობის სახელით იფუთება და ლამაზი ჩანს გარედან.

სიცოცხლე, რომელსაც ასე ხშირად აყვედრიან შვილებს, მე კი არა, შენ მაჩუქე.

ჩვენ ერთად ვცვეთთ მას!

შენ ყველაზე დიდი მეგობარი ხარ ჩემი ცხოვრების.

ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

ეს შენ გამზარდე მე!

მახსენდება შენი მუშტისხელა ცრემლები, როცა გაბრაზებულს წამომცდა, "ნეტავ მოვკვდე" - მეთქი.

ის იყო ყველაზე წრფელი ცრემლი დედამიწაზე, გეთსემანიის ბაღში მაცხოვრის მიერ დაღვრილი ცრემლების შემდეგ.

ერთხელ მკითხე კიდეც :

- დე, სიკვდილი მტკივნეულია?

მაშინ არ მქონდა სრული პასუხი.

ახლა გეტყვი, რომ ადამიანად სიკვდილი უმტკივნეულოა.

თავად სიცოცხლე გიყელებს ზოგჯერ და ამ დროს დაივიწყე გულით სუნთქვა, მხოლოდ ფილტვები ამუშავე.

აკეთე ის, რაც დედაშენმა ვერ შეძლო.

და ბოლოს : ვერავინ გაიძულოს, უარი თქვა შენნაირობაზე !

/დინა მირცხულავა/


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება