სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ და რისთვის სჯიან სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
27-08-2018
-
+


მასწავლებლობა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ხშირად მოსწავლეები გაკვეთილზე წესრიგს არღვევენ და პედაგოგს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაში ხელს უშლიან.

საბედნიეროდ, შუა საუკუნეები არ არის და ბავშვების გამათრახება იკრძალება. დღეს პედაგოგები მოსწავლეებს ცუდი ყოფაქცევისთვის უკმაყოფილო გამომეტყველებით თუ სჯიან ან მშობლს იბარებენ სკოლაში. მაგრამ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მოსწავლეთა დასჯის ბევრად მკაცრ მეთოდებს დღემდე იყენებენ. საინტერესოა თუ როგორ სჯიან სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

პაკისტანი: გაკვეთილზე 2 წუთით დაგვიანების შემთხვევაშიც კი თავის გამართლებას აზრი არ აქვს. საპატიო მიზეზის მიუხედავად, მოსწავლეს 8 საათის მანძილზე ყურანის კითხვა მოუწევს. ამასთან, ეს წესი ეხება როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

ნამიბია: ამ ქვეყანაში სკოლაში მხოლოდ ბიჭები დადიან. გაკვეთილზე ცუდი ყოფაქცევა კი სრულდება იმით, რომ წესრიგის დამრღვევს რამდენიმე საათი აყენებენ არა კუთხეში, არამედ ხესთან, რომელზეც კრაზანის ბუდეა.


მიანმარი: ამ პატარა სახელმწიფოში დღემდე მიღებულია საჯაროდ ფიზიკური დასჯა. გაკვეთილზე საუბრისთვის, შესვენებისას სირბილისთვის ან დავალების შეუსრულებლობისთვის მოსწავლეებს მთელი კლასის თვალწინ საჯდომზე ამათრახებენ.

დიდი ბრიტანეთი: გაოცდებით, მაგრამ ფიზიკური დასჯა ცივილიზებულ ევროპაშიც არსებობს. კერძოდ, ბრიტანეთში 2011 წელს ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, სკოლაში ფიზიკური დასჯა დაებრუნებინა. მაშინ გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ ახალგაზრდა თაობა არანაირ ავტორიტეტებს აღარ ცნობდა. ფაქტია, რომ ბავშვების ფიზიკურად დასჯას ბრიტანელი მასწავლებლები არ იყენებენ, მაგრამ მაინც უმჯობესია, ისინი არ გააბრაზოთ.


საფრანგეთი: ამ ქვეყანაში, შესაძლოა, ბავშვებს მშობლების არაპუნქტუალობის გამო „მოხვდეთ“. მაგალითად, თუ მშობელს შვილის სკოლიდან დროულად წაყვანა დაავიწყდა, ჯარიმას მიიღებს, მოსწავლე კი - „არადამაკმაყოფილებელს“. 

გერმანია: აქ ბავშვებს ლოიალურად ექცევიან, მაგრამ დასჯა მაინც არსებობს. მისი კი როგორც ბავშვებს, ისე მშობლებსაც ეშინიათ. სასჯელი კი ზაფხულის სკოლაა. მასში მონაწილეობას აიძულებენ მათ, ვინც გაკვეთილები გააცდინა (არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზი საპატიო იყო, თუ არა) და საჭირო რაოდენობის საათები ვერ დააგროვა. ასეთ დროს მოსწავლე იძულებულია საზაფხულო არდადეგების დროს სამკვირიან მეცადინეობებს დაესწროს. სწავლების საფასურს კი, რა თქმა უნდა, მშობელი იხდის.

კორეა: აქ დასჯა ჯგუფური და ინდივიდუალურია. ცუდი ყოფაქცევის შემთხვევაში მოსწავლეს საჩვენებელი ჯოხით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სცემენ. მასწავლებლები ამბობენ რომ, მაგრად არ ურტყამენ, მოსწავლეები კი არ ტიტიან და არ წუწუნებენ. იმ შემთხვევაში კი თუ დანაშაულს თავზე მთელი კლასი იღებს, ბავშვებს კოლექტიურად სჯიან. ყველაზე ხშირად აიძულებენ ხელჩაკიდებულნი იდგნენ და ხელები ზემოთ აღმართონ. 


ბრაზილია: ფიზიკური დასჯა ბრაზილიაში დიდი ხნის განმავლობაში ნორმა იყო. მაგრამ ახლა სკოლებმა მასზე უარი სრულად თქვეს. ყველაზე საშინელი დასჯა კი მოსწავლეებისთვის არის დასვენების დროს ფეხბურთის თამაშის აკრძალვა. 


იაპონია: ძველად იაპონელი მასწავლებლები ბავშვებს სჯიდნენ. მაგალითად, აიძულებდნენ ერთ ფეხზე მდგარიყვნენ, თავზე ბრინჯის ჯამით. დღეს კი იაპონელებმა განათლების მიდგომებს გადახედეს და ბავშვებს აღარ სჯიან. 


აშშ და კანადა: აშშ-ს ზოგიერთ შტატებში (მაგალითად, ალაბამაში, ჯორჯიასა და არკანზასში) ფიზიკური დასჯა ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაზე საშინელი სასჯელია მოსწავლის სასწავლო პროცესს ჩამოშორება. ამასთან მშობლებს ბავშვის ცუდი ქცევის მიზეზებში გადარკვევად, შვილთან ერთად ფსიქოთერაპევტთან კურსის გავლას ავალდებულებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება