სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მადლობა მას იმისთვის, რომ გამხადა ის, ვინც ვარ“ - მეგან მაკკეინი მამის გარდაცვალებას ეხმიანება
27-08-2018
-
+


ამერიკელი სენატორისა და ვიეტნამის ომის ვეტერანის ჯონ მაკკეინის სიკვდილს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. 

მამის სიკვდილს გამოეხმიანა სენატორის ქალიშვილი მეგან მაკკეინი, რომელმაც ვრცელი პოსტი ტვიტერზე დაწერა. 

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მა­მა­ჩემ­მა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა დღეს დაგვტო­ვა. მე მას­თან ვი­ყა­ვი მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე, ისე­ვე, რო­გორც ის იყო ჩემ­თან ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუთე­ბი­დან. 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ყვე­ლა­ფერს. ის მზრდი­და, მას­წავ­ლი­და, მის­წო­რებ­და, მამ­ხნე­ვებ­და და ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭერ­და. მას მე ვუყ­ვარ­დი და მე ის მიყ­ვარ­და. მან მას­წავ­ლა, რო­გორ მე­ცხოვ­რა. მისი სიყ­ვა­რუ­ლით და მზრუნ­ვე­ლო­ბით ვი­ქე­ცი გოგო­დან ქა­ლად და მან მაჩ­ვე­ნა მე, რას ნიშ­ნავს იყო კაცი.

ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მე მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ახლა, როცა ის წა­ვი­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ამო­ცა­ნაა, ვიცხოვ­რო მისი მა­გა­ლი­თის მი­ხედ­ვით, მისი მო­ლო­დი­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. მა­მა­ჩე­მის გარდაც­ვა­ლე­ბა ტრა­გი­კუ­ლი და სამ­წუ­ხა­როა ჩემ­თვის, ჩემი ძმე­ბის­თვის და დე­ბის­თვის. ის იყო ცეცხლი, რო­მე­ლიც ბრწყინ­ვა­ლედ იწ­ვო­და და ჩვენ ვცხოვ­რობ­დით მისი შუ­ქი­სა და სით­ბოს ქვეშ, ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძილ­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ მისი ალი იცხოვ­რებს თი­თო­ე­ულ ჩევნგან­თან ერთად. მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი და წლე­ბი არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე მა­მის გა­რე­შე, მაგ­რამ იქ­ნე­ბა კარ­გი დღეე­ბი, სავ­სე სი­ცო­ცხლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, იმ მა­გა­ლი­თის გამო, რომ ის ცხოვ­რობ­და ჩვენ­თვის.  

თქვე­ნი ლოც­ვა მისი სუ­ლის­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.
მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და და მე მე­ნატ­რე­ბა ის, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ენატ­რე­ბო­დეს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც მას აღ­მერ­თებს. ამ და­ნა­კარ­გი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს მე ვპო­უ­ლობ სიმ­შვი­დეს იმა­ში, რომ: ჯონ მაკკე­ი­ნი, გმი­რი მისი ქვეყ­ნი­სა და სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა­სი, დღეს იღ­ვი­ძებს რა­ღაც დიდებულისთვის,  რაც აქამ­დე დე­და­მი­წა­ზე ყო­ფი­ლა. დღეს მე­ო­მა­რი შე­ა­ბი­ჯებს თა­ვის ნამ­დვილ და მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლე­ში, სა­დაც მას მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლა, ვინც იქ მა­ნამ­დე წა­სუ­ლა, რათა შეხ­ვდეს ყვე­ლაფ­რის შე­მოქ­მედს.

ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ეს დილაა“.  

ჯონ მაკკეინი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება