| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არსებობენ ადამიანები, რომელთაც რთული დასაწყისის მიუხედავად, წარმატებას მაინც მიაღწიეს. მათ ბრძოლა არასდროს შეწყვიტეს და დასახულ მიზანს დაეუფლნენ. ამგვარ ადამიანებს კი ერთ-ერთ საერთო ნიშნად მასწავლებლები ჰყავთ, რომელთაც მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეიტანეს.
Etaloni.ge წარმოგიდგენთ მცირე ისტორიას, რომელიც ცნობილი პერსონის, ლეს ბრაუნის ცხოვრების წესის რადიკალურ შეცვლას ასახავს.
ლეს ბრაუნი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპიკერი და ტრენერი, რომლის გამოსვლები უმეტესწილად სამოტივაციოა. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო და მან წარმატებამდე რთული გზა გაიარა. იგი დაიბადა მაიამიში, მიტოვებულ შენობაში და ცხოვრების განმავლობაში გაჭირვების გამო მრავალი ბრძოლა გადაიტანა.
როგორც თავად იხსენებს, ერთ დღეს მას მასწავლებელმა სთხოვა, მისულიყო დაფასთან და ამოცანა ამოეხსნა, რაზეც ლეს ბრაუნმა უპასუხა, რომ არ შეეძლო. „რა თქმა უნდა, შეგიძლია“- უთხრა მასწავლებელმა, - „ახალგაზრდა კაცო, მოდი დაფასთან და ამოხსენი ამოცანა, გააკეთე ეს ჩემთვის“.
„მაგრამ, მე არ შემიძლია, მე გაუნათლებელი და ფსიქიკურად უნარშეზღუდული ვარ“-თქვა ლეს ბრაუნმა, რაზეც მთელმა კლასმა გაიცინა. მასწავლებელმა მიატოვა თავისი მაგიდა და ლეს ბრაუნს თვალი თვალში გაუყარა: „არასდროს გაიმეორო იგივე“- უთხრა მან მტკიცედ, -„შენს შესახებ სხვისი აზრი შენი რეალობა არ უნდა გახდეს“.
ლესს აღარასდროს დავიწყებია ეს სიტყვები. მან მთელი ცხოვრება დასახული მიზნებისკენ სვლაში გაატარა. დროდადრო კი ამ მასწავლებლის უძლიერეს სიტყვებზე ფიქრობდა, რომელთა შორის ეს ციტატაც გახლდათ: „გახსოვდეს, შენში სიდიადეა“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა