სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ჩოხატაურში ''ეტალონის'' მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა
22-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.     
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  ჩოხატაურის ახალ თეატრში ჩატარდა.   
 
ჩოხატაურის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   
    
ღონისძიებას ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.    

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.    

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.  

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჩოხატაურის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გივი მდინარაძე დაეუფლა (64 ქულა). 

გივი მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს: 

„კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა არსებული ცოდნითა და ცოტაოდენი ლოგიკის დახმარებით მოვახერხე გამარჯვება. საკუთარი ცოდნის რეალიზება ბოლომდე ვერ მოვახდინე, თავიდან ვნერვიულობდი და ამან შემიშალა ხელი. გაცილებით მეტი შემეძლო. ასევე დარწმუნეული ვარ, რომ სხვა ჩემს კონკურენტებსაც შეეძოთ გაცილებით მაღალი ქულების მიღება. მომავალ ‘’ეტალონელებს’’ ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ და უფრო მეტი იკითხონ. თავად ‘’ეტალონი’’ უდიდესი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ცოდნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და წიგნიერების დონეს ამაღლებს საქართველოში.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, ‘’ეტალონი’’ ეს არის პროექტი, რომელიც მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს, რომ მეტი წაიკითხონ, მეტი შეიცნონ:

‘’გუშინდელი მასპინძლობა, როგორც ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. წელს უპრეცედენტი რაოდენობის მონაწილეები იღებდნენ მონაწილეობას, ყველა სკოლა ჩაერთო პროექტში. ამ პროექტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ეს არის პროექტი, რომელიც მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს, რომ მეტი წაიკითხონ, მეტი შეიცნონ და ამავე, დროს ჰქონდეთ ჯანსაღი ამბიცია წარმატების მიღწევისა.“

გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიას თქმით, მოსწავლეების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო ‘’ეტალონში’’ მონაწილეობა:

‘’უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა ‘’ეტალონში’’. აღფრთოვანებულები იყვნენ მოსწავლეები, მათ შესაძლებლობა მიეცათ თავის წარმოჩენის. გამორჩეული და განსაკუთრებული იყო ეს მათთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს  ‘’ეტალონის’’ ჯგუფს. გვინდა სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდეს ეს პროექტი, რადგან არა მარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ სხვებიც სიამოვნებით უყურებენ ამ გადაცემას.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე იამზე ვაჩეიშვილის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი არის ძალიან საინტერესო პროექტი:

„ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან მეამაყება ის 75 ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. მინდა მივულოცო გივი მდინარაძეს გამარჯვება. ეს პროექტი ერთ-ერთი მოტივატორია, რომ ბავშვებმა მეტი იკითხონ, უფრო მეტი იცოდნენ.  75 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, ეს კი ნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი არის ძალიან საინტერესო. “


''ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გივი მდინარაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება