სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

10 ფრაზა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა უთხრათ
22-08-2018
-
+


ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამიტომ ჩვენ მიერ ნათქვამმა თითოეულმა სიტყვამ შეიძლება მათ ცხოვრებაზე კვალი დატოვოს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, თუ რა უნდა შევახსენოთ ბავშვებს ყოველ დღე. 

მიყვარხარ

ნებისმიერი ასაკის ბავშვს ეს სიტყვა ახლო ადამიანისგან ყოველ დღე უნდა ესმოდეს. რა თქმა უნდა, სიტყვა საქციელით უნდა გავამყაროთ - მათთან ერთად გავატაროთ დრო, მოვუსმინოთ და მისი პრობლემა განვიხილოთ. ბავშვები მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, როცა იციან, რომ ისინი უყვართ.

რა კარგია, რომ სწორედ შენ გაგვიჩნდი

მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებს ესმოდეთ, რომ ისინი უნიკალურები არიან და სხვებისგან განსხვავდებიან. დაისახეთ მიზნად ყოველ დღე უთხრათ ბავშვებს, რომ მათი დაბადება - საუკეთესოა, რაც თქვენს ცხოვრებაში მომხდარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის მოსმენა ბავშვებისთვის, რომლებსაც ძმები და დები ჰყავთ. დაამშვიდეთ ბავშვი, იცოდეს, რომ დედისა და მამის სიყვარული ყველას ეყოფა და თითოეული ბავშვი მშობლისთვის - ყველაზე საყვარელი და ერთადერთია.

ყველაფერი გამოგივა (მე შენი მჯერა)

პატარა ამოცანაც კი თავიდან ბავშვებს შესაძლოა, ძნელად გადასაწყვეტი მოეჩვენოთ, რადგან მათ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ. ამიტომ მათთვის ძალიან ფასეულია მშობლების წახალისება. ყოველთვის შეახსენეთ ბავშვს, რომ ნებისმიერი დავალების შესრულების შესაძლებლობა აქვს. თუ ბავშვს ყოველ დღე გავუმეორებთ, რომ მშობლებს მისი სჯერათ, იგი სირთულეების გადალახვას ისწავლის და თავდაჯერებული გაიზრდება. 

როგორი დღე გქონდა?

კარგია დღე დაასრულოთ იმაზე საუბრით, თუ როგორ ჩაიარა. თუ ეს ფრაზა ყოველ დღე გაიჟღერებს, ბავშვი მშობლებთან საკუთარი თავგადასავლების განხილვას შეეჩვევა. ამასთან, შეედაცეთ ბოლომდე მოუსმინოთ, რაც არ უნდა ნელა საუბრობდეს. თუ გინდათ, რომ ბავშვთან კონტაქტი გარდატეხის ასაკში შეინარჩუნით, ფუნდამენტის დადება ახლავე დაიწყეთ.

არ დანებდე

ბავშვებს პატარა სირთულეც კი შესაძლოა კატასტროფად მოეჩვენოთ. „არასოდეს დანებდე“ - აი, რა უნდა გაითავისოს ბავშვმა. ეს არის ის, რის შესახებაც მას უიღბლობის დროს უნდა შევახსენოთ. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მას შეცდომის დაშვების უფლება აქვს, ამის გარეშე მას კომპლექსები ჩამოუყალიდბდება. შეცდომისა და უიღბლობის უფლება და იმის ცოდნა, რომ შენ მაინც მხარს დაგიჭერენ - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც ოჯახი გაძლევს. 

შენით ვამაყობ

თავად შეიკრა თასმა, დაწერა პირველი სიტყვა თუ პირველად გავიდა სცენაზე - ეს ბავშვისთვის ნამდვილად მიღწევაა. აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენ მის მიღწევებს აფასებთ, ეს მას ახალი მიღწევებისა და აღმოჩენებისთვის ძალას მისცემს.

მოდი ჩავეხუტოთ

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ვირჯინია სატირი ირწმუნება, რომ ბავშვს გადარჩენისთვის დღეში 4 ჩახუტება სჭირდება, იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს 8, იმისთვის კი, რომ გაიზარდოს და განვითარდეს როგორც პიროვნება - 12. კვლევები კი აჩვენებს, რომ ჩახუტებას შეუძლია სტრესის მოხსნა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, თუ ბავშვი ჩახუტების აუცილებელ რაოდენობას არ იღებს, იგი შესაძლოა, გულგრილ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

მე ყოველთვის შენთან ვარ

მნიშვნელოვანია რთულ სიტუაციებში ბავშვს მხარი დავუჭიროთ. რა თქმა უნდა, ის შესაძლოა მტყუანიც იყოს, მაგრამ ამის შესახებ მაქსიმალურად ტაქტიანად უნდა უთხრათ. მიეცით ბავშვს მოქმედების თავისუფლება, შეახსენეთ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. მისთვის უფრო მარტივი იქნება სირთულეების გადალახვა თუ ეცოდინება, რომ რთულ მომენტში ოჯახის წევრები დაეხმარებიან.

ჭკვიანი ხარ

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის იცოდეს, რომ ჭკვიანია? რადგან მისი თვითშეფასება შესაძლოა დაეცეს. ერთ მშვენიერ დღეს, თანატოლების წარმატების შემხედვარე, იგი გადაწყვეტს, რომ განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა. ეს გამოიწვევს იმას, რომ პატარა სირთულის დროსაც კი წარუმატებლობას საკუთარ უგუნურებას დააბრალებს. ამიტომ ნებისმიერ შესაფერის დროს მისი ინტელექტი შეაქეთ.

მადლობა

არ დაგავიწყდეთ, ბავშვს მადლობა გადაუხადოთ, თუ მან სათამაშეობი აალაგა, ჭურჭლის დარეცხვაში მოგეხმარათ ან მტვერი გადაწმინდა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოუვიდა ეს, შეცდომებზე მოგვიანებით მიუთითებთ, მადლობა კი უმალვე გადაუხადეთ. ეს ჯადოსნური სიტყვა არა მხოლოდ დაგაახლოვებთ მასთან, არამედ ბავშვს მოტივაციას მისცემს და თავაზიანობას ასწავლის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება