სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელი ცნობილი ფილმის გამოსვლის წელს დაიბადეთ?
27-07-2018
-
+


ფილმები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც რომელიმე ფილმი არ ჰქონდეს ნანახი. თანამედროვე კინოინდუსტრიაც სულ უფრო და უფრო აქტიურად გვთავაზობს ახალ კინოსურათებს, რომელთა გამოსვლას თვეობით და წლობით ველოდებით. 

Etaloni.ge გთავაზობთ ცნობილი ფილმების ჩამონათვალს, რომელიც თქვენი დაბადების წელს გამოვიდა. 

1980 - ამ წელს მსოფლიომ „ვარსკვლავური ომების მეხუთე ეპიზოდი“ და სტენლი კუბრიკის „ნათება“ იხილა. 

1981 - ეს წელი სათავგადასავლო ფილმების მოყვარულთათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სტივენ სპილბერგის ფილმი „ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში“ გამოვიდა. 

1982 - სტივენ სპილბერგის შემოქმედების მოყვარულთათვის გამოვიდა ფილმი „უცხოპლანეტელი“, რომელიც კომერციული მოგების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველზე წარმატებული ფილმია. ასევე, ამავე წელს გამოვიდა რიდლი სკოტის „დანის პირზე მორბენალი“, სადაც მთავარი როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა. 

1983 - ისევ „ვარსკვლავური ომები, მეექვსე ეპიზოდი“ და ალ პაჩინოს შეუდარებელი ტონი მონტანა, ფილმიდან „ნაიარევი სახე“. 

1984 - ჯეიმს კემერონის „ტერმინატორი“ და ტონი სკოტის „პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან“.

1985 - ახალგაზრდა ბიჭისა და ექსცენტრიული მეცნიერის მოგზაურობა დროის მანქანით ბევრის საყვარელი ფილმია. როგორ ვუწოდოთ? „უკან, მომავალში“. 

1986 - „საუკეთესო მსროლელი“, მთავარ როლში ტომ კრუზი.

1987 - „ბინძური ცეკვები“ და „სამი მამაკაცი და ახალშობილი“.

1988 - ამ წელს მსოფლიომ დასტინ ჰოფმანისა და ტომ კრუზის ტანდემი ფილმში „წვიმის კაცი“ და ლუკ ბესონის „ცისფერი უფრსკული“ იხილა. 

1989 - ტიმ ბარტონმა ამერიკელი სუპერგმირი დააბრუნა, თავისი მაიკლ კიტონით, ჯეკ ნიკოლსონით და კიმ ბესინჯერით. ამ წელს ხომ „ბეტმენი“ გამოვიდა. 

1990 - სახლში მარტო დარჩენილებისთვის უსაყვარლესი „მარტო სახლში“ და ჯულია რობერტსი „ლამაზმანის“ როლში. 

1991 - ამ წელს „ტერმინატორი“ ისევ დაბრუნდა, მაგრამ თან „ტელმა და ლუიზიც“ მოიყოლა. 

1992 - „პირადი მცველი“ და „ალადინი“. 

1993 - სტივენ სპილბერგი ამჯერად „იურული პერიოდის პარკით“ დაუბრუნდა მსოფლიო ეკრანებს. 

1994 - ეს წელი მართლაც გამორჩეული იყო მსოფლიო კინოსთვის, რადგან მაყურებელმა „მაკულატურა“ და „ფორესტ გამპი“ იხილა. 

1995 - ტომ ჰენქსი ამჯერად გამხმოვანებლის როლში მოგვევლინა ანიმაციაში „სათამაშოების ისტორია“, ხოლო რობინ უილიამსი კი „ჯუმანჯის“ თამაშს შეუდგა. 

1996 - „დამოუკიდებლობის დღე“ და „რომეო და ჯულიეტა“. 

1997 - რომანტიკული სიყვარულის ისტორია, რომელიც აისბერგის შეჯახებამ იმსხვერპლა - „ტიტანიკი“ ეკრანებზე. 

1998 - რობერტო ბენინიმ ფილმისთვის „ცხოვრება მშვენიერია“ დამსახურებული ოსკარი მიიღო, ხოლო ბრიუს უილისის რაზმმა კი დედამიწა უნდა გაადარჩინოს, რომელიც „არმაგედონის“ მოლოდინშია. 

1999 - „მატრიცა“ და ისევ „ვარსკვლავური ომები“. 

2000 - „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ და „ბილი ელიოტი“. 

2001 - როულინგი თუ ტოლკინი? ამ წელს დღის სინათლე იხილა „ჰარი პოტერმა და ფილოსოფიურმა ქვამ“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველმა ნაწილმა. 

2002 - „ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი“. 

2003 - „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“. 

2004 - „შრეკი 2“

2005 - ამ წელს „ბეტმენმა“ დაიწყო და „ვარსკვლავურმა ომებმა“ გააგრძელა. 

2006 - ამ წელმა კინოსამყარომ მსოფლიოს კაპიტანი ჯეკ-ბეღურა და „კარიბის ზღვის მეკობრეები“ აჩუქა. 

2007 - „ტრანსფორმერები“ და ჯეკ-ბეღურას ისტორიაც გრძელდება ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრული“. 

2008 - გენიალური ჰიტ ლეჯერი და „ბნელი რაინდი“. 

2009 - ჯეიმს კემერონი „ავატარით“ დაბრუნდა. 

2010 - „დასაწყისი“ ლეონარდო დიკაპრიოთი და „სათამაშოების ისტორია 3“. 

2011 - ამ წელს ამ სტატიის ავტორისთვის ერა დასრულდა, რადგან „ჰარი პოტერის“ წიგნების ბოლო ეკრანიზაცია „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების“ მეორე ნაწილი გამოვიდა. 

2012 - „შურისმაძიებლები“. 

2013 - „რკინის კაცი“ და ყველასთვის საყვარელი „გაყინული“

2014 - სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი „ინტერსტელერი“ და შეუდარებელი მეთიუ მაკკონაჰი. 

2015 - ისევ „ვარსკვლავური ომები“.

2016 - „კაპიტანი ამერიკა“ და ისევ ეს „ვარსკვლავური ომები: განდევნილი“.

2017 - ემა უოტსონმა მზეთუნახავის როლი მოირგო და საშინელი ურჩხული შეიყვარა ფილმში „მზეთუნახავი და ურჩხული“, ხოლო რეი თავის მეგობრებთან ერთად ცდილობს ძალის თანაფარდობა აღადგინოს, ისევ „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“. 

2018 - წელს რომელია თქვენთვის ცნობილი ფილმი? 

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება