სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ნასა მარსზე გასამგზავრებლად 17 წლის გოგოს ამზადებს
26-07-2018
-
+


რაზე ვოცნებობთ ჩვენ? - რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ოცნება და მიზანი გაგვაჩნია, მაგრამ, ალბათ, არც ერთი არ ვიტყოდით უარს კოსმოსში მოგზაურობაზე. უფრო მეტიც, ეს შეიძლება საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაც ყოფილიყო. 

საქართველოში არა, მაგრამ ამერიკაში, ნასას სადგურზე 17 წლის ელისა კარსონის ოცნება ნელ-ნელა სრულდება. ამერიკელი გოგოს მიზანია, რომ ის იყოს პირველი ადამიანი მარსზე. ამისთვის კი უკვე დიდი ხანია, რაც ნასაში სპეციალურ მომზადებას გადის, რათა პროფესიონალი ასტრონავტი გახდეს და 2023 წელს წითელ პლანეტაზე ფეხი დადგას. 

მას ნასას კოსმოსური აკადემია აქვს დამთავრებული, პირველი ადამიანი იყო, რომელიც 14 წლის ასაკში ნასას ვიზიტორების თოთხმეტივე ცენტრში იყო ნამყოფი და რაც მთავარია, ძალიან უყვარს კოსმოსი. 

ახალგაზრდა ასტრონავტი, რომელიც ჯერ სრულწლოვანიც კი არ არის და კოსმოსთან დაკავშირებით უდიდესი გეგმები აქვს, ინგლისურის გარდა ჩინურად, ფრანგულად და ესპანურად საუბრობს. 

ასტრონავტობის გარდა, ელისა ყველასათვის მისაბაძი ახალგაზრდაა, რადგან თანატოლებს ყოველთვის მოუწოდებს, რომ მიუხედავად დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული უამრავი პრობლემებისა, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს თქვან. 17 წლის გოგოს ინსპირაციის წყარო კი განსაკუთრებით ქალი ასტრონავტები არიან. 

ახლა გასაგებიც კია, თუ რატომ ანდო ნასამ 17 წლის გოგოს ასეთი მნიშვნელოვანი მისია... 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება