სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ძალიან ემოციური და მოულოდნელი იყო ეს წარმატება ჩემთვის“ - ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე „ეტალონის“ ფინალისტთა ათეულშია
24-07-2018
-
+


„ბორჯომის ეტალონმა მოსწავლემ“, ანა მორჩილაძემ 2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნულ ინლეტექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 78 მოსწავლეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. მას მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზი გადაეცა. 

ანა ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ და ელოდა თუ არა, ფინალში საპატიო მე-6 ადგილს, ამ და სხვა საკითხებზე მას, მისი სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს Etaloni.ge ესაუბრეა.

ანა მორჩილაძე:

„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის ათეულში მოხვედრას ნამდვილად არ ველოდი, ძალიან ემოციური იყო ეს წარმატება ჩემთვის. პროექტმა თავდაჯერებულობა შემმატა და წინსვლისთვის მეტი სტიმული მომცა. „ეტალონი“ ეროვნული, სახალხო პროექტია, მისი მეშვეობით ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული თანატოლი გავიცანი. ყველას ვურჩევ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობები და ეს დაუვიწყარი წუთები გამოსცადონ.“

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გელდიაშვილი ამაყია ანას წარმატებით და მას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლედ აფასებს:

„მართლა გაოცებული ვარ, ამ ასაკში ამდენი როგორ შეუძლია ამ ბავშვს. მართლაც „ეტალონი“ მოსწავლეა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და დინჯი. ოქროს მედლის კანდიდატია, ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს და მისი ათიანები ცოდნითაა გამყარებული. მადლობა „ეტალონს“, რომ ბავშვებს აძლევს ფრთებს და დამოუკიდებლად ფრენას ასწავლის, სულ მაღლა და მაღლა. დიდი მადლობა, რომ ანა კიდევ ერთხელ აღმოგვაჩენინეთ. მადლობა ბატონ გოჩას უშრეტი ენერგიისთვის და შემოქმედებით ჯგუფს - ეროვნული საქმის მსახურებისთვის.“

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გოგოლაძე ამბობს, რომ ანა კლასის სული და გულია: 

„მშვიდი, გაწონასწორებული გოგონაა, ყველა საგანს თანაბრად, ათებზე სწავლობს. შესანიშნავად ხატავს, ეკლესიაში გალობს. წარმატებულია სპორტშიც, არაჩვეულებრივად თამაშობს ფეხბურთს, ჭადრაკს, მოხერხებული მშვილდოსანია. კლასის სული და გულია.“

ანას დაწყებითი კლასების მასწავლებელი ირინა გოგოლაძე მის პირველ სასკოლო ნაბიჯებს იხსენებს:

„ბავშვობიდან ძალიან თავდაჯერებული იყო, ყოველთვის ცოტას საუბრობდა და ბევრს ფიქრობდა, პირველი კლასიდან ასეა. ლიდერი იყო, ბევრს კითხულობდა. ინდივიდუალური მუშაობა უყვარდა, გახსნილიც იყო და მხიარულიც, მაგრამ ძალიან ზომიერი. „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალს ვესწრებოდი. ღონისძიება არაჩვეულებრივი იყო, რამდენჯერმე ცრემლიც კი მომადგა ემოციისგან. პროექტის ყოველთვის დიდი გულშემატკივარი და თანამოაზრე ვიქნები.“

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება