სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა „ეროვნული იმპერატივის“ პროექტში მიიღეს
20-07-2018
-
+


უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეროვნული იმპერატივის“ პროექტში „ჩვენ-ახალგაზრდებისათვის“ მონაწილეობა მიიღეს. 

ღონისძიება სოფელ უდაბნოში ჩატარდა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა. 

წარმოდგენილი იყო შემდეგი აქტივობები: 

სემინარი თემაზე „დამოუკიდებლობა და თავისუფლება-პროცესები და შედეგები“- მომხსენებელი გიორგი სავანელი;

მხატვრულ-ლიტერატურული ინტერმედია მსახიობების-თამარ ადამიას, თეკა კოხრეიძის და გიორგი სავანელის მონაწილეობით;

შეხვედრა პოეტ თინათინ მღვდლიაშვილთან, რომელმაც აუდიტორიას საკუთარი ლექსები წაუკითხა. უდაბნოს სკოლის მოსწავლემ კი  თინათინის ლექსი ექსპრომტად  ავტორის წინაშე წარმოსთქვა;

დასკვნით ეტაპზე ღონისძიების მსვლელობაში  კი თავად ახალგაზრდები ჩაერთნენ და მონაწილეობა  შემეცნებით თამაშ-კონკურსებში- „ლიტერატურული ლაბირინთი“ და ბლიც-ვიქტორინა, მიიღეს.  

გამარჯვებული მოსწავლეები სიმბოლურად ქართველ მხატვართა საიუბილეო ალბომებით დაჯილდოვდნენ.

დასასრულს მოსწავლეებმა „ეროვნული იმპერატივის“ წევრების წინაშე იმპროვიზირებული მუსიკალური ნომრები წარადგინეს და ლექსები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება