სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

გოგონა მოცვის მდელოდან - Etaloni.ge - ს ინიციატივას დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა უერთდება
20-07-2018
-
+


Etaloni.ge - ს საზაფხულო ინიციატივას ამჯერად დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხატია აბულაძე ეხმიანება. გოგონა ლურჯი მოცვის პლანტაციას აცნობს ჩვენს მკითხვებს:


„Etaloni.ge-ს მიერ შემოთავაზებულმა აქტივობამ საშუალება მომცა ჩემი დაბის შესახებ საინტერესო ამბავი მომეთხრო - ლურჯი მოცვის პლანტაციის ისტორია.

ოზურგეთიდან 6 კილომეტრით დაშორებულ დაბა ნარუჯაში ადრე ჩაის საბჭოთა მეურნეობა იყო, დღეს კი, ლურჯმა მოცვმა დაიკავა დიდი ფართობი. დაბა ის ერთერთი ადგილია, სადაც სახელმწიფომ ახალი მარცვლოვანი კულტურების წასახალისებლად, საცდელად ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა. გურიის რეგიონის ეკოკლოგიური პირობები სრულადაა შესაფერისი ამ კულტურისათვის. 

15 ჰექტარზე გადაჭიმული ლურჯი ველებიდან 2013 წლიდან იღებენ მოსავალს. მისი ნაყოფი მაღალი კვებითი და დიეტური თვისებებით გამოირჩევა, შეიცავს C ვიტამინს, გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, მისი ფოთლის ნახარში, ჩაის სახით დიაბეტით დაავადებულთათვისაა კარგი, ასევე გამოიყენება მოუშუშებელი ჭრილობების დასამუშავებლად, უნიკალური წამალია მხედველობისათვის.

აქ არსებული მწარმოებელი კომპანია გათიბვის, გასხვლისა და დაკრეფითი სამუშაოებისთვის  ადგილობრივ მუშახელს ქირაობს. 2016-2017 წლებში სეზონურად 150 ადამიანი დასაქმდა,  მომავალ წლებში კი, როდესაც მოსავლიანობა გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანური რესურსი იქნება საჭირო.

ზაფხულის პერიოდში მე და ჩემი მეგობრებიც ვეხმარებით მშობლებს ნაყოფის კრეფაში. ამ კულტურამ იმდენად დამაინტერესა, რომ საკონფერენციო თემის დაწერა გადავწყვიტე. მინდა, უფრო მეტი გავიგო ლურჯი მოცვის შესახებ. მიხარია, რომ ეს კულტურა ჩემი დაბის მოსახლეობისათვის სეზონური, მაგრამ მაინც შემოსავლის წყაროა“, - გვწერს ხატია აბულაძე.

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება