სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ნათიას წარმატება მოტივაციაა სხვა მოსწავლეებისთვის“ - ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლე ფინალისტებს შორის მოხვდა
18-07-2018
-
+


„სიღნაღის ეტალონმა მოსწავლემ“, ნათია გურაშვილმა 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 78 მოსწავლეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. მას მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზი გადაეცა. 

ნათია ტიბაანის საჯარო სკოლაში სწავლობს, მე-12 კლასში გადავიდა. რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ და ელოდა თუ არა, ფინალში საპატიო მე-5 ადგილს, ამ და სხვა საკითხებზე მას, მისი სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს ვესაუბრეთ.

ნათია გურაშვილი:


„ხუთეულში მოხვედრას ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის უპირველესი გამარჯვება და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ სცენაზე დგომა, სადაც დიდი არტისტები იდგნენ, ის გარემო და ადამიანები, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის განმავლობაში მომიწია ურთიერთობა. მე-5 ადგილზე გასვლა დიდი წარმატებაა. თუმცა ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ისეთ მარტივ კითხვებზე მქონდა არასწორი პასუხები გაცემული, ისეთი შეცდომები მქონდა, რომ ამას დღემდე ვერ ვპატიობ თავს და ძალიან უკმაყოფილო ვარ ამის გამო. „ეტალონმა“ ძალიან ბევრი რამ მომცა. ის კეთილი სურვილები, რითაც მამხნევებდნენ, ძალიან მაძლიერებდა მორალურად. ამის შემდეგ უფრო მეტად მობილიზებული გავხდი. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს, რომ ასეთ კარგ პროექტს ქმნით.“

ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ათანელიშვილი ნათია გურაშვილს ბეჯით და მიზანსწრაფულ მოსწავლედ ახასიათებს და აღნიშნავს, რომ მისგან წარმატებას ელოდა:

„ნათია ძალიან ბეჯითი და მიზანსწრაფული მოსწავლეა, უყვარს კითხვა, გატაცებულია ფოტოგრაფიით, კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ყველაფერში მოწესრიგებულია. მისგან „ეტალონის“ ფინალში წარმატებას ნამდვილად ველოდით. ნათიას წარმატება მოტივაციაა სხვა მოსწავლეებისთვის, რომ უკეთ ისწავლონ და საკუთარი თავი წარმოაჩინონ. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ყოველი მოსწავლისთვის დიდი სტიმულია,“ - აღნიშავს მარინე ათანელიშვილი.

ტიბაანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგის მარინა ბიძინაშვილის თქმით, გარდა იმისა რომ ნათია წარჩინებული მოსწავლეა, თანაკლასელებზე ზრუნვითაც გამოირჩევა:

„ნათია ლიდერობის უნარით ხასიათდება, კარგად უწყობს ფეხს თანამედროვეობის მოთხოვნებს, ძალიან კარგად სწავლობს, კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები აქვს. ამასთან, ყურადღებიანი და მზრუნველია. სკოლის გამოცდებზე მეგობრებს ამეცადინებდა, რომ მათ კარგად ჩაებარებინათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნათია ოჯახიდანაც ძალიან მოტივირებული მოდის, დაც ძალიან კარგი ჰყავს. რაც შეეხება ფინალზე მის წარმატებას, მე ნათიასი მჯეროდა და ველოდი ამ გამარჯვებას. ფინალამდე დამატებით ვმუშაობდით მასთან, ძალიან მონდომებული იყო. „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში, ისინი ეჩვევიან ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლას ამასთან, ეცნობიან სხვა სკოლების მოსწავლეებს. ბატონი გოჩასგან მონაწილეები ბევრ რამეს სწავლობს, როგორ უნდა მოემზადონ ღონისძიებებისთვის, კონკურსებისთვის, როგორ მართონ პროცესები. წაყვანის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბატონ გოჩას ძალიან კარგად შეუძლია აუდიტორიას გადასდოს თავისი სულისკვეთება, ყველა აიყოლიოს. ნათიას ამის შემჩნევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მან „ეტალონის“ სკოლა გაიარა. ვინ იცის, მომავალში რა პროცესებს წარმართავს, მას ეს გამოცდილება ძალიან გამოადგება,“ - აღნიშნავს ტიბაანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგის მარინა ბიძინაშვილი.

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში შედგა. „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე დაეუფლა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება