სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ვან ბაიბურთი: „რაც ხდება „ეტალონში“, ეს არის საქართველოს მომავლის მოდელი“
28-06-2018
-
+


ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ და მისი გრანდიოზული ფინალი საქართველოს პარლამენტის მე-4 და მე-5 მოწვევის დეპუტატმა, საქართველოს სომხური სათვისტომოს ერთ-ერთმა ლიდერმა და გაზეთ „ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთმა შეაფასა. მისი თქმით, ის, რაც ხდება „ეტალონში“, ეს არის საქართველოს მომავლის მოდელი:

„სამწუხაროდ, მე არ ვარ ტელევიზორის აქტიური მაყურებელი, ამიტომ თავიდან არ ვიცოდი პროექტის შესახებ, მაგრამ იმდენს საუბრობდნენ „ეტალონზე“, რომ ვუყურე. მაშინ გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადიოდა. თუმცა „ეტალონს“ პოპულარობა არა ტელეეთერმა, არამედ მოსწავლეების სიყვარულმა მოუტანა. იშვიათად, რომ პროექტი ახერხებდეს ფესვების ასე გადგმას სკოლასა და მოსწავლეებში. ბევრი კითხულობს, ისეთ რა საიდუმლოს ფლობს „ეტალონის“ ავტორი, რასაც სხვებმა ვერ მიაგნესო. სწორედ ამიტომ, ყოჩაღ „ეტალონს’’! - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.   

„პირველად დავესწარი „ეტალონის“ ფინალს და ამ პროექტის სიძლიერე ცხადად დავინახე. ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანი იოცნებებს იმაზე, რასაც ეს პროექტი შინაარსობრივად ატარებს - რომ ჩვენ, ყველანი, ერთნი და თანასწორნი ვართ. და თუ შენ ხარ მცოდნე, ცოდნის მოყვარული, შენ ფესვებს, ეროვნებას თუ რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს. რაც ხდება „ეტალონში“, ეს არის საქართველოს მომავლის მოდელი. ჩვენზე შთაბეჭდილება არა სამოსით, არა იდეოლოგიით, არამედ ისტორიით ექმნებათ; მაგალითად იმით, რაც ხდებოდა დავით აღმაშენებლის დროს. და ეს პროექტი ფაქტობრივად აღმაშენებლის ხანას იმეორებს, როცა ყველა ერთი იყო, როცა საქართველო გაერთიანებული იყო ტერიტორიულად და სულიერად. დღეს სხვადასხვა პრობლემაა ქვეყანაში და „ეტალონი“ ამ ქვეყნის გაძლიერებისთვის ბევრს აკეთებს“, - აცხადებს ვან ბაიბურთი. 

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. 2017-2018 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება