სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყოფილი „ეტალონელის“ ემოციური ინტერვიუ
26-06-2018
-
+


ვარლამ ჭიპაშვილი „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალს ხარაგაულელ გულშემატკივრებთან ერთად ესტუმრა. ათი წლის წინ თავად მონაწილეობდა ეტალონში, დღეს, კი საკუთარი რეგიონის „ეტალონ მოსწავლეს“ გულშემატკივრობს.

ბატონი ვარლამი დღეს უკვე წარმატებული პოლიტიკოსი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარეა.

ემოციების შესახებ ფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გვესაუბრა. 

- დღეს ჩვენ ჩამოვედით ხარაგაულიდან, ფინალურ ტურში ხარაგაულელი უნიჭიერესი ახალგარზდა ლიზი ბარბაქაძე მონაწილეობს.

დღეს, მე ყველა ახალგაზრდას ვგულშემატკივრობ, რომელიც გამორჩეულია, საკუთარი ცოდნით, ზრდილობითა და წესიერებით. მათზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა ხარაგაულელ ლიზი ბარბაქაძეს ექნება.

- „ეტალონის“ როგორც პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრეთ...

- რაც შეეხება „ეტალონს“, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ერონულ, საშვილიშვილო საქმეს აკეთებს და ის არის ერთგული იმ საქმის, რომელიც დაიწყო. იდეა, რომელიც მას აქვს, რომ აამაღლოს ეროვნულობის განცდა და ცოდნის დონე  ახალგაზრდებში, რათა ისინი საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს გამოაგდნენ, მიღწეულია. ამას სრულიად უანგაროდ აკეთებს ეს პროექტი, რაც უმნიშვნელოვანესია.

მინდა სრული პასუხიმგებლობით განვაცხადო, რომ ხარაგაულში „ეტალონი“ და მისი მთავარი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. იმიტომ, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებიან, მოსწავლე ახალგაზრდობას მხარში უდგანან, საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევენ და ამავე დროს კონკურენციას ეჩვევიან ცხოვრებაში.

ერთია რაღაც იცოდე, მეორე მისი წარმოჩენა შეძლო და აჯობო სხვას.

- „ეტალონში“ თქვენც მონაწილეობდით...

- დიახ, მე „ეტალონში“ ათი წლის წინ ვმონაწილეობდი, ამიტომ ჩემთვის ეს დღე, სიმბოლურია. ყოველ წელს ვესწრები ფინალს და ყოველთვის „ეტალონის“ გვერდით ვართ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, აქტიური გულშემატკივრები, მონაწილეები და ორგანიზატორები. ვფიქრობ, რომ თუ რამე შეგვიძლია მხარში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, რადგან საერთო საქმეს ვაკეთებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება