სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

რუსთაველის თეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გულშემატკივრების შემოსვლა დაიწყო
26-06-2018
-
+


ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი თაკო შამათავა, როგორც რუსთაველის თეატრიდან იუწყება გულშემატკივრების შესვლა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ დღეს „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, რათა თავისი მხარის „ეტალონი მოსწავლეს“ უგულშემატკივროს.

ხალხი „ეტალონის“ ბანერთან სურათებს იღებს და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერებს ტოვებენ. თეატრის შესასვლელში მდგარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გულშემატკივრებს „ეტალონის“ დროშებს ურიგებენ.

ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი: „მოხარულები ვართ დღევანდელი დღით. ყოველ წელს ვესწრებით ფინალს და წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონმა მოსწავლემ“ დააგროვა 100-დან 100 ქულა. იმედი გვაქვს, რომ დღეს ფინალში გაიმარჯვებს. ძალიან გახარებულები ვართ, მოტივირებულები და ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. ყველაფერ კარგს ველოდებით.“

ხათუნა ხმალაძე, ახალციხის რესურსცენტრის უფროსი: „ძალიან კარგი განწყობა მაქვს. მთელი საქართველო ელოდებოდა ამ დღეს, რადგან დღეს „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
. „ახალციხის ეტალონი მოსწავლეს“, ქეთის ვუსურვებ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გავდავუხადო „ეტალონს“, ეს არის ქართული ნიჭიერების წარმომჩენი და მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი საგანამანათლებლო პროექტი, სადაც ხდება აღმოჩენა, წარმოჩენა, მოტივაციის ამაღლება განათლების მიმართულებით. მადლიერი ვარ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის, ბატონი გოჩასი, იმისთვის რომ ჩვენი ბავშვებისთვის აკეთებს ასეთ კარგ ღონისძიებას.“ 

შალვა ჯღარკავა, „ეტალონის“ მეგობარი:
 „მივესალმები პროექტ „ეტალონს“. ათეული წელია, რაც „ეტალონი“ ყოველდღიურობად იქცა ახალგაზრდებისთვისთვის.ინტელექტ-ჩემპიონატს წარმატებას ვუსურვებ, მან გაუძლო დროს. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და პროექტს კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება