სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დღეს არ არსებობს წაგებული და გამარჯვებული, აქ ყველა ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ბავშვია“
26-06-2018
-
+


დღეს, 16:00 საათზე რუსთაველის თეატრში საქართველოს ეროვნულ ინტელექ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი გაიმართება.

თეატრში ფინალის მონაწილეებმა უკვე მოიყარეს თავი. ფინალისტებმა Etaloni.ge -სთან ისაუბრეს, თუ როგორ ემზადებოდნენ ფინალისთვის და რა მოლოდინები აქვთ.  

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ ფინალში საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენას შეეცდება:

„ჩემთვის ფინალში მონაწილეობა, როგორც დიდი ბედნიერება, ასევე დიდი პასუხისმგებლობაც არის, რადგანაც ჩემი რაიონი უნდა წარმოვადგინო. დღემდე ასე თუ ისე ვემზადებოდი და ვეცდები ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო, თუმცა ვიტყვი, რომ აქ ყველა ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ბავშვია და ალბათ, უფრო იღბლიანი გაიმარჯვებს. დღეს არ არსებობს წაგებული და გამარჯვებული.“

ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ფარტენაძეს საკუთარი შესაძლებობების სჯერა:
 
„ჩემი თავის იმედი მაქვს, რადგან ყველა მასწავლებელს, ახლობელს თუ მეგობარს ჩემი სჯერა. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გოჩა ტყეშელაშვილს პროექტის შექმნისთვის. რადგან „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. პირველ რიგში ყველა მოსწავლეს მოვუწოდებ სწავლისკენ, რადგან სწავლა არასდროს დაიკარგება და ყოველთვის გამოგვადგება“.

ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლე ბეთქილ რეზესიძე თითოეულ ფინალისტს წარმატებას უსურვებს:

„ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, იმაზე უკეთესი ვიდრე მოველოდი. გარდა ამისა, „ეტალონი“ არის ეროვნული პროექტი და მსგავს პროექტებს დიდი მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით, ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა. თითოეულ მოსწავლეს  წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ჩემს თავს. აქ ჩემთვის არ არსებობს უფრო ძლიერი და უფრო სუსტი, ყველა ქართველები ვართ, თანამემამულეები და ამიტომ, როგორც ბატონმა გოჩამ აღნიშნა, თითოეულის გამარჯვება, ისევე გამიხარდება, როგორც ჩემი მოგება გამახარებს.“.

ალისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ბეღელაძე ინტელექტ-ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და საკუთარი თავის იმედი აქვს:

„ფინალამდე ვემზადებოდი, მასალას გადავხედე და ჩემი თავის იმედი მაქვს“.

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ლიპარტელიანი ფინალის წინ ღელავს:

„ცოტას ვღელავ, აქაური სიტუაცია ძალიან მომწონს, წინასწარ განსაკუთრებულეად არ მოვმზადებულვარ“. 

თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ქუცაიძე:
  
„განსაკუთრებულად არც მე მოვმზადებულვარ, ბოლო ორი დღე ვიმეცადინე, რუსთაველის თეატრში მოსვლამდე ვნერვიულობდი, მაგრამ აქ კარგი სიტუაცია დამხვდა და განვიმუხტე.“ 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ფინალზე ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ხომერიკი წარადგენს:

„სპეციალურად არ მოვმზადებულვარ, მასალას გადავხედე, ცოტას ვნერვიულობ, ყველას გამარჯვება გამიხარდება“. 

დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ტარიელ პაკელიანი აღნიშნავს, რომ ფინალზე მეგობრული გარემოა:

„აქაური სიტუაცია ძალიან მომწონს, მეგობრული გარემოა და ფინალს კარგი განწყობით ველოდები“.

ახალქალაქს წარადგენს აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შავაძე:
 
„დახვედრა მომწონს, მინდა, გავიმარჯვო და მშობლები, მეგობრები და სკოლა გავახარო“.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის სკოლის მოსწავლის თამთა კაპანაძის თქმით, საინტერესო შოუ იგეგმება:
„ძალიან საპასუხისმგებლოა და ღელვა იგრძნობა, თუმცა ძალიან მეგობრული გარემოა. „ეტალონის“ გუნდის წევრები ძალიან მეგობრულად გვექცევიან, საინტერესოა რუსთაველის თეატრის კულისების დათვალიერება, რასაც ვუყურე საინტერესო შოუ იგეგმება და იმედი მაქვს მაყურებელი კმაყოფილი დარჩება“.

მცხეთას წარადგენს ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლე მორის ბეკურიშვილი:

„ბავშვების გარემოცვაში სასიამოვნო სიტუაციაა, პირველ რიგში ყველას ვუსურვებ წარმატებას, ჩემი თავის იმედი მეტნაკლებად მაქვს“.

ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე ნონა ბოლქვაძე ფინალისთვის საგანგებოდ ემზადებოდა:

„წიგნი მქონდა, რომელშიც „ეტალონის“ საკითხები იყო და ვკითხულობდი, izrune.ge-ზე შევდიოდი, ძალიან მიხარია, რომ ფინალურ ეტაპში ვმონაწილეობ. ბავშვები გავიცანი და ყველას წარმატებას ვუსურვებ“.

ინტელექტ-ჩემპიონატის 2017-2018 სასწავლო წლის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეები“ მონაწილეობენ. მოსწავლეები ერთმანეთს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება