სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო პროცესს არ ჩავშლით!“ - რა ვითარებაა სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძრის შემდეგ
28-03-2025
-
+


27 მარტს, საღამოს ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც etaloni.ge-ს დირექტორმა, ინგა გოგალაძემ განუმარტა, ცეცხლი სახურავს მოედო; მიზეზი - უცნობია. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს, თან ისე, რომ თავად შენობას ხანძარი არ შეხებია.

რა ვითარებაა დღეს სურამის N4 საჯარო სკოლაში? ხომ არ გაირკვა ხანძრის გამომწვევი მიზეზი? აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი? - etaloni.ge-ს კითხვებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა აბაზაძე პასუხობს.

-სურამის N4 სკოლის შენობა სარემონტო იყო და არ არის გამორიცხული, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა... ხანძარი მალევე ჩააქრეს და ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ მხოლოდ სახურავი დაზიანდა. ცეცხლი სკოლის კედლებს არ შეხებია... უვნებელია ინვენტარი, მერხები, დაფები, კომპიუტერები, წიგნები... დოკუმენტაცია კი მაშველებმა გუშინვე გამოიტანეს სკოლიდან.

-ქალბატონო მანანა, სწავლა როდის განახლდება?

-სასწავლო პროცესს არ ჩავშლით! იქიდან გამომდინარე, რომ საკლასო ოთახები არ დაზიანებულა, მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, თუმცა გადანაწილება მოგვიწევს და ასე, საგანგებო რეჟიმში ვიმუშავებთ. უზრუნველვყოფთ ბავშვების ტრანსპორტირებასაც, ჩართულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა, პედაგოგებიც მზად არიან, საგაკვეთილო პროცესი განაახლონ.

-ალბათ რთულია ასეთ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება, თუნდაც მორალურად...

-ძალიან დათრგუნულები ვართ, მასწავლებლებიც განიცდიან და ეს არცაა გასაკვირი - წარმოიდგინეთ, მათი უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი და ეს ორმაგად დამთრგუნველია, თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია და ამიტომ, სწავლა განახლდება.

-ესე იგი, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროსადენებია?

-რთულია ამ ეტაპზე რაიმეს თქმა, თუმცა სავარაუდოდ, ასეა... დარაჯს არ ეძინა და როგორც კი საფრთხე შენიშნა, მაშინვე მოახდინა რეაგირება, დაუკავშირდა შესაბამის სამსახურებს... წამში მოსახლეობა ფეხზე დადგა და მიხარია, რომ ერთად შევძელით ამ პრობლემასთან გამკლავება. ზუსტ მიზეზს კი ექსპერტიზა დაადგენს.

იხილეთ ასევე: სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

მოგვიანებით, განათლების სამინისტროს განცხადებაც გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსწავლეები სწავლას სურამის N2 საჯარო სკოლაში განაგრძობენ:

„ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.

იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.

სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია.

ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება