სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ დგას ანონიმური ყუთები საბავშვო ბაღებში - აღსაზრდელთა მშობლებისთვის სააგენტო განმარტებას აკეთებს
26-03-2025
-
+


„ჩემი შვილების საბავშვო ბაღში დღეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით, ეს ანონიმური ყუთი დამხვდა. მოკლედ, ზედმეტად რომ არ შევწუხდეთ მშობლები პრეტენზიების გამოთქმის გზების ძიებით, ბაღების სააგენტო მარტივ გზას გვთავაზობს: დაწერ „დანოსს“, გაიხედ-გამოიხედავ, ხომ არავინ გიყურებს, მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა „მოგვარდება“.

ამას როგორ გვიბედავთ ან ჩვენ - მშობლებს, ან იმ პედაგოგებს, რომელთა შრომაც 400-500 ლარად გაქვთ შეფასებული?(აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი 2200 ლარია. ანუ რას გვეუბნებით? რომ მასწავლებელს, რომელსაც ჯგუფში არანაკლებ 50-60 ბავშვი ყავს და სრულიად მათხოვრული ხელფასის მიუხედავად, არაადამიანური შრომის გაწევა უწევს, ჩავუსაფრდე და თუ რამე არ მომეწონება, ჩუმად დავასმინო?

პრეტენზიები ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან მე რომ მაქვს იმდენი უნდა, გინდ სკოლამდელთან და გინდ სასკოლოსთან და როცა საჭიროდ ვთვლი, არც საკუთარი სახელით და გვარით გაპროტესტებაზე დამიხევია უკან, მაგრამ ცხოვრებაში ჩუმად და ასე ნაბიჭვრულად არაფერი გამიკეთებია და ეს რამ მოგაფიქრათ? ეს სამარცხვინო ანონიმური ყუთები მოაშორეთ დაუყოვნებლივ! ვიდრე ბავშვებმა შეამჩნიეს და დასვეს ყველაზე საშიში კითხვა: რაში გვჭირდება ეს თეთრი ყუთი?“, - აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში აღსაზრდელის მშობელმა, თამთა ჯანაძემ გამოაქვეყნა და ანონიმური ყუთის ფოტოც დადო, რომლის ნახვის შემდგომ საკითხით etaloni.ge-ც დაინტერესდა.

როგორც თამთამ გვითხრა, აღნიშნული ანონიმური ყუთი 197-ე საბავშვო ბაგა-ბაღშია განთავსებული და როგორც ბაღში განუმარტეს, ყუთი საგანმანათლებლო პროცესის უკეთ ორგანიზებისთვის არის საჭირო და კითხვარიც მისცეს, რომელიც უნდა შეევსო. იხ. კითხვარი:

etaloni.ge საკითხის გასარკვევად საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, ასეთი ყუთები ყოველთვის იყო ბაღში და მასში სიახლე არაფერია. 

„ასეთი ყუთები ყოველთვის იყო ბაღში. თუ არ იყო, უნდა ყოფილიყო, რადგან ეს არის სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული. ეს სტანდარტი არის საქართველოს მთავრობის 76-ე დადგენილება, სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ. ამასთან, სტანდარტი ითვალისწინებს ოჯახისა და თემის ჩართულობას, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მშობელთა უკუკავშირს, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ნებისმიერი ფორმით. საინფორმაციო დაფებით, სოციალური ქსელის საშუალებით... ერთ-ერთი მეთოდი არის ანონიმური ყუთი, უბრალოდ ეს არის იდეა, შეიძლება არაფერი ეწეროს ზედ ან გამჭვირვალე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ საბავშვო ბაღში ყოველთვის იდგა გამჭვირვალე ყუთი და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაშია ასეთი გამჭვირვალე თუ დახურული ყუთები წარწერებით:გაგვიზიარე შენი იდეა, დაუკავშირდი დირექტორს თუ სხვა.. ყველგან დევს. ამაში არაფერი სიახლე არ არის, გარდა იმისა, რომ ამ ბაღს ჯგუფებში არ ედგა ასეთი ყუთი და ახლა დადგა. აქვე დავამატებ, რომ აღნიშნულ ყუთებთან სააგენტოს კავშირი არ აქვს პედაგოგს, დირექტორს ეხება და შიდა საკითხია, შიდა უკუკავშირისთვის“, - გვითხრეს სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება