სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელთა პერმანენტული პროფესიული გადამზადება და ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება... - კიდევ რა დეტალებია გაწერილი დადგენილებაში
23-03-2025
-
+


გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს „ინკლუზიურ განათლებას. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებას, აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას“.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ დღითიდღე იზრდება მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები კი რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას;

გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატრიალურ–ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებასა და აღმზრდელთა პერმანენტულ პროფესიულ გადამზადებას მოითხოვს.

„არსებული სიტუაციის ანალიზიდან და მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, საყოველთაოდ და თანაბრად ხელმისაწვდომი, ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის. პროგრამა ითვალისწინებს: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებას, აღმზრდელ–პედაგოგთა გადამზადებას, სააღმზრდელო–საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას, კვების ორგანიზებასა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან, მეთოდური მიმართულების გაუმჯობესების მიზნით საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურისა და სათამაშოების შესყიდვას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შევსება–განახლების მიზნით ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, სამზარეულოს ჭურჭლის, სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვას, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების კონტროლის მიზნით საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევებს“, - აღნიშნულია დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება