სიახლეები
სიახლეები

„ეს უნივერსიტეტში მოხვედრის მარტივი გზაა“ - ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს
11-02-2025
-
+


საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

რა გამოწვევები ახლავს პროგრამის განხორიცელებას? - აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტში ვკითხულობთ:

პროგრამის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გამოწვევები რაოდენობრივი ანალიზის შედეგები ამყარებს ბენეფიციარებთან დისკუსიისას გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ პროგრამის შედეგები არაერთგვაროვანია ბენფიციართა ქვეჯგუფების მიხედვით. შესაბამისად, დასახვეწია: ა) ინფორმაციის გავრცელების; ბ) პროგრამაზე მიღების და გ) პროგრამის სერვისების მიწოდების სტრატეგიები ბენფიციართა სპეციფიური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით.

კერძოდ: არაქართულენოვან სკოლებში (განსაკუთრებით რთულად მისადგომ, სოფლის სკოლებში) დაბალია ინფორმირების ხარისხი პროგრამის შესახებ, ისევე როგორც ზოგადად უმაღლესი განათლების მნიშვნელოვნების და სარგებლის შესახებ, რაც ხელს უშლის სკოლის მოსწავლეებში ფორმალური განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელების მოტივაციის ჩამოყალიბებას. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ კონტექსტებში, სადაც ახალგაზრდებს უწევთ მშობლების მხრიდან „გარკვეული წინააღმდეგობის“ დაძლევა სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილებისთვის კონკურსში აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში ექცევიან ჩაბარებული ტესტის ენის მიხედვით – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის გამოყოფილია ადგილების და გრანტების თანაბარი რაოდენობა, მაშინ როდესაც არათანაბარია ამ ქვეჯგუფებში სკოლის კურსდამთავრებულთა და პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა კოჰორტების ზომა. 2023 წელს გამოცდაზე რეგისტრირებული აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებიდან 43% ჩაირიცხა პროგრამაზე, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი სომხურენოვან კოჰორტაში 72%- ს შეადგენს. გრანტის მფლობელი გახდა ჩარიცხული აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების 9%, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი სომხურენოვან კოჰორტაში 22%-ს შეადგენს.

რესპონდენტების და საკითხის მკვლევართა აზრით, ასევე, არასწორია პროგრამის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის უნიფიცირებულად (ხუთ-ხუთი პროცენტი) განსაზღვრა ყველა უნივერსიტეტში, რადგან ზოგიერთ უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე სწავლის უფრო მაღალი მოთხოვნაა.

„მათთვის, ვისაც რეალურად სჭირდება ქართული ენის კომპეტენციის გაუმჯობესება, პროგრამაზე ადგილების რაოდენობის ხელმისაწვდომობას ზღუდავს ისიც, რომ მოდელი არ გამორიცხავს პროგრამაზე ისეთი აბიტურიენტების ჩარიცხვას, რომლებმაც ისედაც კარგად იციან ქართული ენა. პროგრამაზე ჩაბარება უნივერსიტეტში მოხვედრის მარტივი გზაა ან ჯარიდან თავის არიდების საშუალება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ შეზღუდულია ეთნიკური უმცირესობებისთვის პროგრამების არჩევანი, რადგან იმ უნივერსიტეტებში, სადაც ხელმისაწვდომია სასურველი აკადემიური პროგრამა, შესაძლებელია ვერ ხერხდებოდეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხარისხიანად განხორციელება (სტუდენტთა მცირე რაოდენობის და, შესაბამისად, უნივერსიტეტისთვის შემოსავლის სიმცირის გამო). ან პირიქით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა კონკრეტულ უნივერსიტეტში საინტერესო არჩევანს წარმოადგენდეს, თუმცა ამ უნივერსიტეტში არ იყოს კონკრეტული  სტუდენტისთვის საინტერესო პროგრამა. ძირითადად, ამ ტიპის პრობლემები მონოპროფილური ტიპის უნივერსიტეტებში წარმოიქმნება – მაგალითად, ხელოვნების მიმართულებით. ქართული ენაში ბენეფიციართა კომპეტენციის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ხანგრძლივობა და სტრუქტურა განსხვავებული იყოს ენობრივი კომპეტენციის სხვადასხვა საწყისი დონის მქონე სტუდენტებისთვის:

„ერთი წლის განმავლობაში ყველა ბენეფიციარი (საწყისი დონის გათვალისწინებით) ვერ ახერხებს ენობრივი კომპეტენციის იმგვარად განვითარებას, რომ შეუფერხებლად შეძლოს აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება. პროგრამის სტანდარტიზებული ხანგრძლივობა (1 წელი) ვერ ერგება ბენეფიციართა განსხვავებულ საჭიროებებს ენის ათვისების მიმართულებით. ზოგიერთისთვის პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა განსაკუთრებით რთულია, ხოლო ზოგიერთისთვის – ძალიან მარტივი. ენის სათანადო დონეზე არცოდნის პრობლემები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ – აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში. კურსდამთავრებულებთან და აკადემიურ პერსონალთან განხილვისას ჩანს, რომ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გამოცდილება/სირთულე განსხვავებულია აკადემიური პროგრამის/ მიმართულების სპეციფიკის მიხედვით და განსხვავებულ ენობრივ კომპეტენციებს მოითხოვს, რაც, აგრეთვე, სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ენის მოსამზადებელი პროგრამის სტრუქტურასა და ხანგრძლივობაში. ბოლო წლებში პროგრამაში შეტანილი იქნა დარგობრივი ენობრივი კომპეტენციების განმავითარებელი კურსები (სტუდენტების მიერ არჩეული აკადემიური პროგრამების მიხედვით), თუმცა, რესურსების ნაკლებობის გამო, უნივერსიტეტები ვერ ახერხებენ ყველა პროგრამის სპეციფიკასა და სტუდენტების საჭიროებას მორგებული კურსების მრავალფეროვანი სპექტრის შეთავაზებას, რაც შემდგომში სირთულეებს ქმნის აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში“.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ბენეფიციარების ნაწილში (აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის მომენტისთვის) არის ჩამორჩენა გამჭოლი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისითაც, რაც დაბრკოლებებს წარმოქმნის აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში. გამჭოლი კომპეტენციების განვითარების მიმართულება არაერთგვაროვნად არის გაშლილი სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დარგობრივი მახასიათებლის გადახედვისა და პროგრამების შემდგომი განვითარების პროცესში. გასაუმჯობესებელია საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიდგომები: ცალკეულ უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მიმართულებით გაცილებით მეტი სერვისებია შეთავაზებული, ზოგიერთ უნივერსიტეტში კი სტუდენტები დღესაც ძირითადი კოჰორტისგან იზოლირებულად, ცალკე შენობაში სწავლობენ.

ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოწვევები პროგრამის დასრულების შემდეგ, აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესშიც იკვეთება. სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ისევე როგორც აკადემიური პერსონალი საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც არაქართულენოვანი სტუდენტები კვლავ იზოლირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, გარკვეული პრობლემები იქმნება სტუდენტების შეფასებისას ან ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობების, ან სტუდენტების ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში. უნივერსიტეტებში ინტეგრაციის პოლიტიკა, ძირითადად, უმცირესობათა უფლებრივ ჭრილშია დანახული. კონცეპტუალური ცვლილება უნდა გულისხმობდეს უფლებრივი ჭრილიდან მრავალფეროვნების ჭრილზე გადასვლას – ინტეგრაციის კომპონენტი მხოლოდ უმცირესობებზე არ უნდა იყოს მიმართული, იგი ორმხრივად სასარგებლო პროცესად უნდა მოიაზრებოდეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

რა ჯდება საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება