სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
06-02-2025
-
+


ათასწლეულის ინოვაციის 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.  


პირველი ადგილი და  მთავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა “Marine Guard“ მოიპოვა. ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის, სკოლა „სხივის“, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ STEM აკადემიის მოსწავლეების ნაკრების მიერ შექმნილი ინოვაციური უპილოტო ნავი საზღვაო წყლების მონიტორინგს ახდენს, ჩაღვრილი ნავთობის აღმოჩენის მიზნით და ავტომატურად ახორციელებს აღმოჩენილი ნავთობით დაბინძურებული არეალის გასუფთავებას, სპეციალური ფილტრებით. 


მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “Starfish”. ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ და ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ჭკვიანი, ეკომეგობრული თევზის ფერმა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით,  გუნდი სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech“ ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. 


მესამე ადგილზე გავიდა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი “Pest Patrol”, რომელიც ლიბერთი ბანკის დაფინანსებით მონაწილეობას მიიღებს სასწავლო ვიზიტში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), შვეიცარიაში. მოსწავლეებმა შექმნეს მცენარეთა მავნებლების დეტექტორი ჭკვიანი დრონი. 


„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს წელს ათი წლის იუბილე შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან და უკვე ყველასთვის საყვარელ კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ფონდის ერთგული პარტნიორების დახმარებით ვახორციელებთ. 

კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინოვაციების წახალისებას და ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების (STEM) პოპულარიზებას. 10 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნიჭიერი და მონდომებული ახალი თაობა გვყავს და ამ კონკურსის მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგებით ახალგაზრდების დაინტერესებას და ტექნოლოგიებში ახალი თაობის ადამიანური კაპიტალის განვითარებას“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. 


კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა - ლინეატმა, საქპატენტმა, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, კომპანია „თორაძე და პარტნიორებმა“, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტმა და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. 


წელს კონკურსს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, სენაკის, ქუთაისის, ბაღდათის, ბათუმის, მარტვილის და სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სკოლებიდან. 13-17 წლის ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა STEM სფეროებში.


კონკურსში 2024 წელს ჯამში 92 პროექტი წარმოადგინა 395 მოსწავლემ. მონაწილეთა 48% ბიჭია, ხოლო 52% გოგო. მონაწილე გუნდები არიან როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან. სკოლების 48% არის რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისიდან.


წელს კონკურსს 10 წლის იუბილე შეუსრულდა. დღეისათვის 3,400-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მასში მონაწილეობა მიღებული. კონკურსში გამარჯვებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას და მუშაობას საქართველოში, ევროპაში და აშშ-ში. 

დეტალებისთვის იხილეთ: www.millennium.org.ge 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა

საბავშო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - დეტალები

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

საინტერესო

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება