| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიურად აგრძელებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრების ჩატარებას.
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა 60 საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა. შეხვედრებში მონაწილეობდა 1076 მოსწავლე, მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მოსწავლეებს ესაუბრნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინება; ძალადობა, მათ შორის, ბულინგი, კიბერბულინგი და მისი ფორმები; განსხვავება ბულინგს და უწყინარ ხუმრობას შორის; დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა.
შეხვედრებზე ნაჩვენები იყო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მომზადებული საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ვიდეორგოლები და პრეზენტაციები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსწავლეებთან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას