TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თვისებრივად გარდაიქმნება საუნივერსიტეტო სისტემა“ - კობახიძე სამთავრობო კომისიას ქმნის და რეფორმებს აანონსებს
20-01-2025
-
+


უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, შეიქმნება სამთავრობო კომისია და თვისებრივად გარდაიქმნება საუნივერსიტეტო სისტემა.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ მიმართულებით რესურსები არის ძალიან დიდი. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისთვის, რომ, 4 წელიწადში, ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ, 4 წელიწადში, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის ევროპულ ქვეყნებში იღებს. ამისთვის უნდა დაისახოს გეგმა, ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელის მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძემ. ამ კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. არცერთი დღე და კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე .


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება