სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ადიქცია ბავშვებში - ქცევები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ
18-01-2025
-
+


რას ნიშნავს ადიქცია, რა ნიშნებით ვლინდება ის ბავშვებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? -მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში ადიქციური ქცევის პრობლემა. ეს არის ისეთი სახის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს, ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ამ დროს დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები სრულებით კარგავენ აქტუალურობას.

ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ

ბავშვებსა და ახალგაზრდებში განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული კიბერ დამოკიდებულების პრობლემა, რაც კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. 

ბავშვის თვითშეფასება ყალიბდება გარემოს, უპირველეს ყოვლისა მშობლის ზემოქმედებით. არაადეკვატური თვითშეფასება (მის რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი, ან დაბალი) ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენის, განვითარებისა და ჩამოყალიბების, რაც ხშირად გამოიხატება ადაპტაციის უნარის დაქვეითებაში, საკომუნიკაციო უნარების არასწორ განვითარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოსომატური სიმპტომების გაჩენაშიც კი.

ადაპტაციის უნარის დაქვეითების ერთ-ერთი გამოხატულებაა, როცა ბავშვს/მოზარდს უჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება და ანაცვლებს მას წარმოსახვითი რეალობით (კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ.), სადაც თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მას აქვს იმ სურვილების, მოთხოვნილებებისა და ოცნებებს რეალიზების საშუალება, რასაც ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში. თუმცა, ეს ყოველივე, არის დროებითი და ასეთი „რეალიზაცია“ გარკვეული დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დაკვირვებულ მშობელს შეუძლია ამოიცნოს ადიქციური ქცევის გამოვლინებები: ბავშვს უვიწროვდება ინტერესების სფერო, ინტერესს იჩენს მხოლოდ დამოკიდებულების საგნის მიმართ, რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს ვირტუალურით, ხშირად მისი ემოციები კარგავს სიმძაფრეს და ზოგიერთ შემხვევაში ადეკვატურობასაც, უქრება სურვილი ახლო მეგობრებთან და ხშირად ოჯახის წევრებთან ურთიერთობისაც კი, აკვიატებული აქვს ერთი და იგივე ქცევა, (მაგალითად ბავშვი გაღვიძებისთანავე კომპიუტერთან ჯდება) ხშირად უჩნდება ძილის და კვების დარღვევა, ეცვლება ხასიათი და ა.შ. დამოკიდებულ საგანთან არყოფნის შემთხვევაშიც, უჩნდება ძლიერი სურვილი დაუბრუნდეს დამოკიდებულების ობიექტს. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთის აღმოჩენა რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად აქვს დამოკიდებულების პრობლემა. სიმპტომთა ერთობლიობა და სიმძაფრე განსაზღვრავს აღნიშნული პრობლემის არსებობას, თუმცა, პრევენციის მიზნით ცალკეული სიმპტომიც საყურადღებოა. სოციალურ ქსელებზე, კომპუტერზე და მობილურ ტელეფონზე ადამიანის დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: დეპრესია, კლინიკური დეპრესია, ნევროტული სიმპტომატიკა, კვების და ძილის დარღვევა, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება