სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

პუანსეტია „საშობაო ყვავილი“ - როგორ მოვუაროთ სწორად და ავაყვავილოთ
07-01-2025
-
+


პუანსეტია ყველაზე პოპულარული საშობაო მცენარეა. მას იცნობენ, როგორც „შობის ყვავილს“, რომელიც ყვავილობას დეკემბრის ცივ, ყინვიან დღეებში იწყებს. ეს მცენარე მექსიკაში იზრდება. პუანსეტიას წითელი, მკვეთრი ფერის ფოთლები ულამაზესსა და თვალისმომჭრელს ხდის. 

პუანსეტია იგივე „შობის ვარსკვლავი“ საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს:

მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. მათ, თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა, მაგრამ და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანსეტია მიართვეს. გადმოცემის თანახმად, იმ ღამეს მცენარემ ფერი იცვალა და გაწითლდა.

პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. ისინი გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით ისე მოხიბლულან, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს.

„შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ ახალი წლის დღეებს განსაკუთრებულად უხდება. იმისათვის, რომ პუანსეტია გაახაროთ უფრო დიდი ხნით, მნიშვნელოვანია მას სათანადოდ მოუაროთ და ზომიერად მორწყათ.

პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. 

მარტივად შესაძლოა დაზიანდეს, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს.

პუანსეტიას ყვავილობის დროს, ანუ ზამთარში, ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, სხვა პერიოდში კი მცენარე ოთახის ტემპერატურაზე, 18-25 გრადუსზე ამყოფეთ.

გაითვალისწინეთ, რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, მით უფრო ხშირად შეასხურეთ წყალი. მას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

მორწყვიდან მორწყვამდე პუანსეტიას ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფესვთა სისტემაში ზედმეტი ტენიანობა მცენარის ლპობას გამოიწვევს.

გაზაფხულზე გადარგეთ ბაღში, ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე მცენარე ძალებს მოიკრებს. აგვისტოში კი ისევ ქოთანში გადაიტანეთ და გამოკვებეთ მინერალებით .

სექტემბერში მოაჭერით სუსტი კალმები.

გახსოვდეთ, ყველაზე რთული პერიოდი გვიანი შემოდგომა და ზამთრის დასაწყისია. ამიტომ, ამ პერიოდში მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რადგან მას ნათელი ფერი სჭირდება, ამ პერიოდში კი დღე მოკლეა, საღამოს 17:00 საათის შემდეგ, შავი გაუმჭვირვალე ქსოვილი გადააფარეთ, თუმცა დაუკვირდით, მცენარეს არ შეეხოს, დილით კი გადახადეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს,  კენწეროების ფოთლები ნელ-ნელა ფერს შეიცვლის, შემდეგ კი კაშკაშა წითელი შეფერილობის გახდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება