| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გაწერილია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, ხარისხის გაუმჯობესება, პროგრამის განმახორციელებლად კი დოკუმენტში მოხსენიებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული რესურსცენტრები.
რა მიმართულებით იმუშავებენ რესურსცენტრები და რა იქნება მათი მოვალეობები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში? - დოკუმენტში ვკითხულობთ:
„კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში“;
გარდა ამისა, შეიქმნება საინფორმაციო ბანკი სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ;
ასევე „ხელი შეეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვასა და მონიტორინგს“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას