| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია წარჩინებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიხედვითაც გრანტის მქონე ახალგაზრდები 500-400-300 ლარს მიიღებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამით გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისება საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი თანადაფინანსების წესი პირობები და ოდენობა. მაშ შორის: სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს ერთჯერად ფულად ჯილდოს შემდეგი ოდენობით: 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი, 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი და 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა წახალისება კი მოიცავს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გასული სასწავლო წლის (ორი სემესტრი) განმავლობაში არჩეულ თითოეულ საგანში მიღებული აქვს 91 ქულა ან მეტი, მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გარდა ამისა, „საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის მგზავრობის ხარჯების დაფინანსება მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად, დაუფინანსდებათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისა და საქართველოში დაბრუნების ხარჯები, არაუმეტეს 1000 ლარი ოდენობით. მგზავრობის ხარჯი დაფინანსდება იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა