სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საკითხები და მიმართულებები, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო განიხილავს - ჩამონათვალი
13-12-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანოა.

 

საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:

 

ა) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;


ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;


გ) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;


დ) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;


ე) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;


ვ) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;


ზ) ცენტრის შინაგანაწესის პროექტს;


თ) პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;


ი) ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.


საკოორდინაციო საბჭოს წევრები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება