სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქართველი, რომელმაც ახალ წელს ბრწყინვალება შემატა - გაიცანით ჯორჯ კობი, ნაძვის ხის ნათურებისა და სათამაშოების შემოქმედი
06-01-2025
-
+


ადამიანი, რომელმაც ახალ წელსა და ნაძვის ხეს სულ სხვა ბრწყინვალება და სილამაზე შემატა, ქართველი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხმორში დაბადებული გრიგოლ (გიგო) კობახიძე გახლდათ. 

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის. მათ დანახვაზე კი ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ ისინი ქართველის სახელს უკავშირდება. 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ 1883 წელს, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა, ამერიკაში დაფუძნდა და წარმატებული ბიზნესმენი იყო. 

1919 წელს კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Coby Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და ა.შ.), სახელი გაითქვა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სხვადასხვა მონაცემით, მისი კომპანიის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა, წმინდა მოგება კი – 4 მილიონ დოლარს. 

სანამ ნაძვის ხის ელექტრო ნათურები შეიქმნებოდა, მის განათებას სანთლებით ცდილობდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი, ჯორჯ კობიმ თავის წარმოებაში სიახლე დანერგა. მან ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო. მან ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Babel Lamps შექმნა, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. გარდა ამისა, ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელთაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა: „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა“. აღსანიშნავია, რომ სათამაშოები კანადაშიც იგზავნებოდა და წარწერა ფრანგულადაც იყო დატანილი. 

დღესაც, თუ „გუგლის“ საძიებო სისტემაში მის სახელს ჩაწერთ, ნახავთ, რომ სხვადასხვა საიტზე იყიდება ნაძვის ხის ვინტაჟური სათამაშოები, რომლებიც „კობის“ სათამაშოების სახელითაა ცნობილი. ზოგადად კი, ახალი წელი მსგავსი სათამაშოების გარეშე თითქოს არ დგება, რადგან ადამიანები საზეიმო განწყობას ნაძვის ხის მორთვითაც იქმნიან. 

თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდა, მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. გრიგოლ (გიგო) კობახიძისთვის პირველი სამსახური ბორჯომის მინის ქარხანა იყო. შემდეგ, თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგები ხელმძღვანელობდნენ. 1905-07 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის დროს ის დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. 

შემდეგ უკვე, 1907 წელს, გრიგოლ კობახიძე, პოლონეთის გავლით, გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო გახსნა, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა და მინის ქარხანაში მუშად მოეწყო. მომდევნო წელს კი, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. კობახიძე ამერიკაში თავიდან თავს პურის ცხობით ირჩენდა. მხოლოდ შემდეგ გახსნა მინის საწარმო და მსოფლიო მნიშვნელობის სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრა. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება