სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის ვადები განსაზღვრულია - ტრენინგების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
29-01-2025
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლიდან პირველად იწყება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი.

2025 წელს ავტორიზაციას 240 საბავშვო ბაღი გაივლის

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ორგანიზებით, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის ავტორიზაციის დასკვნის წერის უნარების გასაუმჯობესებლად მორიგი განმავითარებელი ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგების მიმდინარეობისას ექსპერტები გაეცნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სტატუსის მაძიებლის შესახებ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმას და მისი შევსების გზამკვლევს. ასევე, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე წარსადგენ პრეზენტაციის ნიმუშსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტრენინგებში მონაწილე მხარეების აქტიური ჩართულობით გაიმართა პრაქტიკული სამუშაოები და სხვადასხვა თემატური სესიები. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ეფექტურობის შეფასების მიზნით, გამოყენებული იქნა ტრენინგის პრე და პოსტ ტესტები.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც განაგრძობს ავტორიზაციის პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის ხელშემწყობ პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებსა და სხვა აქტივობებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება