სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას
22-11-2024
-
+


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას. მიმდინარე კვირას გუდავაძე -პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს სწორედ ფონდის სტიპენდიატებთან და სტუდენტებთან შეხვედრა წარმოადგენდა. ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ასევე დაესწრო ახალგაზრდა პედაგოგის თეონა თათოშვილის, ყოფილი სტიპენდიატის, ღია გაკვეთილს სოფელ წყრუთის სომხურენოვან სკოლაში, სადაც მასწავლებელმა მათემატიკის გაკვეთილი ჩაატარა.


ღია გაკვეთილის შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთან. სტუმრებს მიესალმნენ და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გულიკო ბექაურმა. ფონდისა და სჯსუს თანამშრომლობა 2020 წლიდან ხორციელდება და იგი მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამით არ შემოიფარგლება. მიმდინარე სასწავლო წელს, გპფ-ს ხელშეწყობით და მხარდაჭერით უნივერსიტეტში დაიწყო ახალი არჩევითი მოდულის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული, საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა შეხვედრაზე სწორედ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების მნიშვნელობის შესახებ წარადგინეს პრეზენტაციები.
ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს წარმატებული სწავლისა და აქტიურობისათვის, ისაუბრა ფონდის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, როგორიცაა მასწავლებლის პროფესიის ხელშეწყობა და განვითარება. მან ასევე მადლობის სიგელით დააჯილდოვა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, მაკა ბერიძე და ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური. შეხვედრის ბოლოს გაიმართა სტუდენტთა სასტიპენდიო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია. სასტიპენდიო პროგრამა "მომავალი პედაგოგი" ფონდის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ, ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიატებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. პროგრამის ფარგლებში, ოთხი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 150-მდე სტუდენტი დააფინანსა. წელს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიატი ჰყავს. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში. გუდავაძე-პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი 2017 წელს ქალბატონ ინნა გუდავაძის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რათა სკოლაში განათლებული, წარმატებული, თავისუფალი და პატრიოტი მოქალაქე აღიზარდოს. გპფ-ის ძირითადი მიმართულებებია სასკოლო და პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლების მიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ ფონდის ინვესტიციით რეგიონულ უნივერსიტეტებში მომავალი პედაგოგების წახალისებისა და სასწავლო პროგრამებისა თუ პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით. დღეისათვის გპფ-ს ჯამში 5 მილიონი ლარის 45-ზე მეტი საგანმანათლებლო გრანტი აქვს დაფინანსებული.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება