სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებისთვის ონლაინ ტესტირების თარიღი ცნობილია - დეტალური ინსტრუქცია აპლიკანტებისთვის
20-11-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 25 ნოემბერს დაიწყება 29 ნოემბრის ჩათვლით  გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ. 

ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს საგანი და შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები. 

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.

დეტალური ინსტრუქცია:

ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული https://ol-test.naec.ge. ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“  და აჭერს ღილაკს - „შესვლა“. ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და იმ საგნების ტესტების ჩამონათვალს, რომლებიც განრიგითაა გათვალისწინებული. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.

თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. 

თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).

თითოეული საგნის ტესტისთვის განსაზღვრულია დრო. კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ დროს. 

დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რის შემდეგც აუცილებელია ღილაკის „დაასრულე ტესტის“ გამოყენება.

გაითვალისწინეთ, რომ ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა ტესტირებისას კომპიუტერის ან ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტა, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, კერძოდ, ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებისას არ დახუროთ გვერდი, რადგან პროგრამაში შესვლა მხოლოდ  სამჯერ არის დასაშვები!

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დარეგისტრირებულია ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია რამდენიმე საგნის (ორივე/სამივე საგნის) გავლა თანმიმდევრობით და არა ერთდროულად.



თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და, მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა  დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე:  2473333.  

22 ნოემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება.  დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება. 

ოლიმპიადის მეორე ტური სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება (მისამართები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე  განთავსდება). მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს.

პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე. ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობითაც. 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები

საგანი, რომელზეც ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ცნობილია - არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოქვეყნდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება