სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის სამი ახალია
18-11-2024
-
+


განათლების მინისტრის 5 მოადგილის ვინაობა ცნობილია. სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე წულაძის მოადგილეები არიან: თამარ მახარაშვილი, გელა გელაძე, ბაია კვიციანი, გიორგი ჯინჭარაძე და ანა მღებრიშვილი.

თამარ მახარაშვილს 1995-1998 წწ. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით;

2022 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაული ენის ლექტორი; იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; თამარ მახარაშვილი არის ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.

გელა გელაძეს დამთვრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი; 2023 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, 2018-2023 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, ხოლო 2016-2018 წლებში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ხელმძღვანელობდა სამმართველოს.

ბაია კვიციანს 2012-2014 წლებში დამთვრებული აქვს ლონდონის რიჯენთსის უნივერსიტეტი, ევროპის ბიზნეს სკოლა, აქვს მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში, ხოლო 2003-2007 სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 

იყო საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი; განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; კულტურის კომიტეტის წევრი; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;

გიორგი ჯინჭარაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი, 2023 წლამდე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;  იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;  საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი; „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.

ანა მღებრიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, არის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით; იყო თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი, ასევე ანალიტიკური სამსახურის უფროსი და კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება