სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სავალდებულო და არჩევით საგნებს აერთიანებს სახელმწიფო ენის ჯგუფი - ეროვნული სასწავლო გეგმა
03-11-2024
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, მოცემულია საგნები დაჯგუფების პრინციპები და აღნიშნულია, რომ ისინი (სავალდებულო თუ არჩევითი საგნები) ერთიანდება 8 საგნობრივ ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს. რა საგნებს აერთიანებს სახელმწიფო ენის საგნობრივი ჯგუფი? ესგ-ში ვკითხულობთ:

სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);

ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);

გ) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (ისწავლება I-XII კლასებში);

დ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს „ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება“.

ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება