| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

9 ივნისს სასტუმრო „რედისონში“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, გაიმართება მასწავლებელთა კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას.“
კონფერენცია, რომელსაც 200-ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრება იქნება დამატებითი შესაძლებლობა სწავლებისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომებისა და რესურსების გასაცნობად.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მასწავლებლების მიერ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენა. ასევე, საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება