სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„ჩემი მიღწევა სკოლის, მოსწავლეების, მეგობრების, გარშემომყოფების დამსახურებაცაა“- მამუკა კუჭავა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი
20-09-2024
-
+


„ხელოვნება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი, რასაც ვხედავთ ხელოვნებაა“,- აღნიშნავს გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - მამუკა კუჭავა. მასწავლებლის მსგავსი შეხედულების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ყველასთვის მარტივი წარმოსადგენია, თუ რამდენად შეიძლება უყვარდეს მას საკუთარი საქმიანობა. 

ხელოვნებაზე, სკოლასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი ერთ-ერთია იმ 10 ადამიანს შორის, რომლებმაც 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიპოვეს. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, პრემიაზე სასკოლო საზოგადოებამ წარადგინა. 

გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც რჩეულ ათეულში მოხვდა, მის ცხოვრებაში ემოციებით დატვირთული დღეებია - წარმატებას სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაშიც კი ულოცავენ. „აქამდე ვფიქრობდი, რომ ყველა სენაკელს ვიცნობდი, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა“,- ამბობს მამუკა კუჭავა, რომელსაც ყველაზე მეტად თურმე ერთობის ძალის სჯერა. შემდეგ კი დასძენს - „მარტო მე რას გავაკეთებდი?! ჩემი მიღწევა სკოლის, მოსწავლეების, მეგობრების, გარშემომყოფების დამსახურებაცაა“. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, მათ შორის, პროექტებისა და კონკურსების მნიშვნელობაზე etaloni.ge-ს ესაუბრა.

- როგორც აღნიშნეთ, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სასკოლო საზოგადოებამ წარგადგინათ, გქონდათ ათეულში მოხვედრის მოლოდინი?

- დიახ, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, წელსაც და შარშანაც, სასწავლო საზოგადოებამ წარმადგინა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს ინიციატივა ძალიან მისაღებია. გულწრფელად გეტყვით, გამარჯვების მოტივაცია პირველ ჯერზეც მქონდა, მაშინ 11-ეულში ვერ მოვხვდი. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მეტი აქტივობა დამემატა და ჩემი პორტფოლიო განვაახლე. ახლაც, გამარჯვების სურვილი იმავე დოზით მქონდა და შედეგზე გავედი. პრემიის თანხის გარკვეული ნაწილი ჩემი ქალიშვილებისთვის მაქვს განკუთვნილი. მყავს მცირეწლოვანი შვილი, ვფიქრობ, მას რაღაც გავუკეთო. დანარჩენი ნაწილი სკოლაში ერთ-ერთ საინტერესო აქტივობისთვის მაქვს გათვლილი, რომელსაც ფინანსები სჭირდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში მონაწილეობდეს?

- ზოგადად, მე არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობდა. ჩემთვის დამარცხება და გამარჯვება იმდენად დიდი დატვირთვის მატარებელი არაა, რამდენადაც მონაწილეობა. ბავშვებსაც ვეუბნები, შეიძლება რაღაც პროექტში ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ მონაწილეობა არ უნდა შეწყვიტონ და განვითარდნენ. აქტიური მოსწავლეები და პედაგოგები სკოლისთვისაც იმიჯი და დიდი მოტივაციაა. მთავარია, აქტიური ცხოვრებით ვიცხოვროთ. საბოლოოდ, რომ გითხრათ, ათეულში მოხვედრის მოლოდინი არ მქონდაო, მოგატყუებთ. ნებისმიერ პროექტში სიახლეს ვეძებ და ვიცი, რომ ჩემს ბავშვებთან ერთად, აქტიური უნდა ვიყო.

- თქვენი წარმატებით, ალბათ, მოსწავლეებიც გახარებული იყვნენ...

- ამ ბოლო პერიოდში, ათეულში მოხვედრის შემდეგ, ჩემთვის ყველა დღე ემოციურია. ქუჩაშიც კი მილოცავენ. აქამდე ვფიქრობდი, რომ ყველა სენაკელს ვიცნობდი, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. უცხო ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც რომ გაჩერებენ და გილოცავენ, ძალიან ემოციური მომენტია. ჩემი აზრით, ერთიანობა ნებისმიერ საქმეში საჭიროა, მარტო მე რას გავაკეთებდი?! ჩემი მიღწევა სკოლის, მოსწავლეების, მეგობრების, გარშემომყოფების დამსახურებაცაა. წარმატებული ვერ იქნები, თუ მარტო ხარ. ჩემთან მოსწავლეების მშობლებიც მოვიდნენ, მილოცავდნენ, მისალოცი წერილები სოციალურ ქსელებშიც არ წყდება.

- რამდენი ხანია, რაც სკოლაში მუშაობთ? 

- სკოლაში მუშაობა 1996 წლიდან ხატვის, ხახვისა და შრომითი საქმიანობის მასწავლებლად დავიწყე. ახლა მხოლოდ სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ვასწავლი. რაც სერტიფიცირებული გავხდი, 2016 წლიდან, მხოლოდ ამ საგნის პედაგოგი ვარ, თორემ მანამდე სხვა საგნებსაც ვასწავლიდი. საქმიანობა ხაზვის ზოგადი კურსით დავიწყე. ვასწავლიდი პროფესიულ ორიენტაციას, სამოქალაქო განათლებასაც და ბევრი საინტერესო პროექტი მქონდა. საბოლოოდ, 5 საგანი რომ ჩააბაროს ადამიანმა, ამის მომხრე არ ვარ, ერთი საგანი უნდა აირჩიო. რაც სერტიფიცირებული გავხდი, მას შემდეგ, მხოლოდ ამ საგანს ვასწავლი - სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

- სხვადასხვა საგნის სწავლების გამოცდილება გაქვთ, საბოლოოდ კი, არჩევანი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაზე შეაჩერეთ. რით განსხვავდება ეს საგანი სხვებისგან? 

- განსხვავებული კი არა, ყველასთვის საჭირო და ყოველდღიური საგანია. ხელოვნება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი, რასაც ვხედავთ ხელოვნებაა და ამას ჩემს მოსწავლეებსაც ვეუბნები ხოლმე. ხელოვნება ყველასთვის საჭიროა. სხვათა შორის, სასკოლო ცხოვრებაშიც, როდესაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყო და კომპლექსური დავალებები შემოვიდა, თითოეული საგნის მასწავლებელი პროდუქტს ხელოვნების ტექნიკებიდან გამომდინარე ქმნიდა. ამ საგნის აუცილებლობაში, ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი დარწმუნდა. კომპლექსური დავალებების შესრულებისას, დასამზადებელი იყო პოსტერი, აპლიკაცია, ბროშურა - ეს კი ისაა, რასაც ბავშვებს ხელოვნების გაკვეთილზე ვასწავლით.



კომენტარები


ეტალონი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

სიახლეები

ბაღების სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს - ჩამონათვალი

საქართვლოში მასწავლებელთა რაოდენობა იზრდება- განახლებული სტატისტიკა 

რა წერია კანონში გამოხატვის თავისუფლების შესახებ და რისი უფლება აქვთ მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს

რა ეკრძალებათ გამოცდაზე მასწავლებლებს - დარღვევების ჩამონათვალი

„ეროვნული სასწავლო გეგმა გადასახედია... ლოგიკურად ვერ მსჯელობენ ადამიანები,  ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ განათლების რეფორმას“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი

წრის მიზანია, რომ მათემატიკა მოსწავლეებისთვის გახდეს ცოცხალი და საინტერესო მეცნიერება

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და საინტერესო საანბანო თავგადასავალს დაჰპირდა

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამაშებში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მათი მშობლებიც

საინტერესო

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება