სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელთა ვინაობა ცნობილია
14-09-2024
-
+


2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. 

მათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ. 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელია შემდეგი 10 პედაგოგი:

  • გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვერა სომხიშვილი;
  • თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, თამარ ადამია;
  • ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ივანე გოქაძე;
  • დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ეკა სეფიაშვილი;
  • ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი, ნანი კირკიტაძე;
  • გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ნანა წიწუაშვილი;
  • სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, მამუკა კუჭავა;
  • თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ეკატერინე გურგენაშვილი;
  • ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე;
  • ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ზურაბ ინასარიძე.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. 10 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება