TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სკოლები ახალ სასწავლო წელს ხვდებიან
13-09-2024
-
+


2024-2025 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ცვლილებებით შეხვდებიან. კარგია ისინი თუ ცუდი, რას მოუტანს მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ზოგადად სასკოლო საზოგადოებას, ეს ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად კი etaloni.ge გთავაზობთ მთავარი სიახლეების ჩამონათვალს, რომლითაც სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს იხელმძღვანელებენ:

ერთ-ერთ მთავარი ცვლილება შეეხო საბაზო განათლების ხანგრძლივობას - 3-ის ნაცვლად, 4-წლიანი გახდა. კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი - I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი - VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი - XI-XII კლასები). მართალია, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა ეს უკვე ნიშნავს, რომ მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლიდან ვეღარ გავლენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც  - მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება განათლებისა და კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟისა და სამუშაო დატვირთვის მიხედვით. ასევე მოიცავს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციურ დანამატს; კლასკომპლექტით სწავლების დანამატს; ასევე დანამატს არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია; კლასის დამრიგებლობის დანამატს; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატს.

ახალ სასწავლო წელს მასწავლებლები გაუქმებული, უფრო სწორად, შეჩერებული კარიერული წინსვლის სქემით ხვდებიან. მიუხედავად იმისა, სქემის მოქმედება შეჩერებულია 2025 წლია 1-ელ იანვრამდე, ჯერჯერობით არც ახალი დოკუმენტი არსებობს და ისიც უცნობია, რა საფეხურების გავლა მოუწევთ კარიერული წინსვლისთვის პედაგოგებს.  

ასევე სქემაში შეჩერებულია მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

სკოლებში შევიდა პროფესიული განათლება და სამინისტროს მიერ შერჩეულ 20 სკოლაში საპილოტე პროექტი განხორციელდება.

გაუქმებულია კომპლექსური დავალებების სავალდებულოობა და ესგ-ში კონკრეტულად აღარ არის გაწერილი კლასის დამრიგებლის ფუნქციები.

აქვე გეტყვით, რომ ახალი სასწავლო წლისთვის უნდა შემუშავებულიყო საგნობრივი სტანდარტები, რაზეც ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა დრო არის და ვნახოთ კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს განათლების მიმართულებით. ასე რომ, ეს ინფორმაცია განახლებადია და etaloni.ge პირველწყაროზე დაყრდნობით, ტრადიციულად პირველი შეგატყობინებთ მათ შესახებ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება