სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლის ბიბლიოთეკებიდან 13 წიგნი ამოიღეს - რომელი წიგნები აიკრძალა და რატომ აშშ-ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
22-09-2024
-
+


ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სკოლების ბიბლიოთეკიდან 13 წიგნი ამოიღეს. ერთგვარი აკრძალვა იუტას შტატში ამოქმედდა. 

მიზეზი იყო კანონი, რომლის მიხედვითაც „ბავშვები პორნოგრაფიის მავნე ზემოქმედებისგან უნდა დაიცვან“. ამ თემაზე ადგილობრივი მედიაც წერს, მათ შორის The New York Times. ჩვენ მასალას სწორედ მასზე დაყრდნობით გთავაზობთ. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სიტყვის თავისუფლების დაცვის ორგანიზაციის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს წიგნები აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. სიაში შედის ჯუდი ბლუმისა და მარგარეტ ეტვუდის წიგნები.

იუტას შტატმა სკოლებს ბრძანება გაუგზავნა, საკლასო ოთახებიდან და ბიბლიოთეკებიდან 13 წიგნი ამოეღოთ. მათ შორის მარგარეტ ეტვუდისა და ჯუდი ბლუმის წიგნები, რადგან ისინი, შტატის კანონის მიხედვით, პორნოგრაფიულ ელემენტებსა ან უხამსობას შეიცავს. 

ბრძანება მიზნად ისახავდა შეესაბამებოდა კანონს, რომელიც 1 ივლისს ამოქმედდა. მის მიხედვით, ადგილობრივმა საგანმანათლებლო სააგენტოებმა - მათ შორის, სასკოლო საბჭოებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ „ბავშვების დაცვას უკანონო პორნოგრაფიის მავნე ზემოქმედებისგან, სხვა მოსაზრებებთან შედარებით“. სკოლებმა და ბიბლიოთეკარებმა გადაწყვიტეს, არის თუ არა წიგნი ბავშვებისთვის შესაფერისი. გადაწყვეტილება მთელ რიგ ფაქტორებს ეფუძნება. მათ შორის, ნაწარმოებთა ლიტერატურულ თუ მხატვრულ ღირებულებას. 

ნებისმიერი მასალა, რომელიც მსგავს სცენებს შეიცავს ახალ წესს ეწინააღმდეგება. როდესაც ადგილობრივი განათლების სააგენტო ამოიღებს წიგნს, რომელიც ახალ კანონს არღვევს, მან ამის შესახებ სახელმწიფო განათლების საბჭოს უნდა აცნობოს. ასევე, თუ კონკრეტულ წიგნს სამი სასკოლო უბანი ამოიღებს ან ორ სკოლის ოლქი, ის ქვეყნის მასშტაბით უნდა მოიხსნას.

იუტას შტატის განათლების საბჭომ პოზიციაა, რომ წიგნების სიის შედგენა კანონით მოეთხოვებოდათ. PEN America, თავისუფალი სიტყვის ორგანიზაციაა, რომელიც წიგნების შეზღუდვის მცდელობებს რამდენიმე წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ ამ წიგნების ამოღება ყველა სკოლას მოსთხოვა. 

„ეს განსხვავებული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, მთავრობა ამბობს, რომ მარგარეტ ეტვუდის Oryx and Crake საჯარო სკოლებში ვერ დაიდება“, - თქვა ჯონათან ფრიდმანმა, აშშ-ის თავისუფალი გამოხატვის პროგრამების მმართველმა დირექტორმა PEN America-ში.

იუტაში ახალი კანონი ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომლებიც წიგნების ხელმისაწვდომობას ეხება და ძალაში 2024 წლის ზაფხულში შევიდა. ამ შეზღუდვების მომხრეები აცხადებენ, რომ ისინი ბავშვების დასაცავად აუცილებელია, რათა მოსწავლეებს, მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, ბიბლიოთეკასა ან კლასში მარტო ყოფნისას სენსიტიურ თემებთან შეხება არ ჰქონდეთ. 

იუტას სიაში შედის ბესტსელერი ფანტასტიკის ავტორის სარა ჯ. მაასის რამდენიმე წიგნი, მათ შორის „ეკლისა და ვარდების სასამართლო“ და „ნისლისა და მრისხანების სასამართლო“.

სიაში ასევე შედის ჯუდი ბლუმის „სამუდამოდ“, კრეიგ ტომპსონის ჯილდოს მფლობელი გრაფიკული რომანი, სახელწოდებით - „საბნები“ და ელენ ჰოპკინსის - Tilt. ეს უკანასკნელი ეხება სამ თინეიჯერს და ისეთ საკითხებზეა, როგორიცაა მოზარდის ორსულობა და რომანტიკა. წიგნში ურთიერთობა ორ ახალგაზრდას შორის ვითარდება, რომელთაგან ერთი აივ დადებითია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულები, შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

ყოველთვიურად სკოლები 1,470 ლარიდან 1,838 ლარამდე გაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიულ სასწავლებლებიც გადაიხდიან 

უფასოა თუ არა გამოცდებისას დანიშნული დამატებითი ტრანსპორტი აპლიკანტებისთვის? 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო პროცესი სკოლის ფსიქოლოგთან თანამშრომლობით წარიმართა და მოსწავლეებს ემოციების სამყაროში მოგზაურობის საშუალება მისცა

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება