სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი ყვავილები შეგიძლიათ აჩუქოთ მასწავლებლებს - გაეცანით რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სხვადასხვა მათგანს
15-09-2024
-
+


ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. სხვა ბევრ სიმბოლურ აქტივობასთან ერთად, რაც ამ დღეს უკავშირდება, არსებობს პედაგოგისთვის ყვავილების ჩუქნის ტრადიცია.

როგორც წესი, ამ ყვავილებს მშობლები და მოსწავლეები ერთად არჩევენ. ზოგიერთმა მათგანმა იცის თუ რა გაუხარდებოდა კონკრეტულ პედაგოგს, დანარჩენები კი ინტუიციით ხელმძღვანელობენ. 

თქვენც ინტუიციის ამარა რომ არ დარჩეთ, ჩვენ, ყვავილების სიმბოლური დატვირთვის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია მოვიძეთ და მკითხველს ვთავაზობთ. 

გვირილები

ლარნაკში მოთავსებული გვირილები, თავიანთი კაშკაშა სახეებით, მზიანი დღეებივით არ არიან?! სიწმინდესთან, უმანკოებასა და ხალისიანობასთან ასოცირებული ეს მშვენიერი ყვავილი მასწავლებლის ბრძენ და გამახალგაზრდავეველ სულს ეხმიანება.   

ასევე, იცოდით, რომ გვირილის ინგლისური დასახელება - Daisies მომდინარეობს ძველი ინგლისურიდან - daes eage, რაც „დღის თვალს“ ნიშნავს? ამის მიზეზი ისაა, რომ გვირილები ყვავილს გათენებისას შლიან. მასწავლებლები კი ცოდნის შუქს ატარებენ და მოსწავლეებს სამყაროსადმი გონების გახსნაში ეხმარებიან. ისინი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სწავლისადმი ინტერესს აღუძრავენ.   

ასე რომ, სწავლის პირველ დღეს მასწავლებლებისთვის გვირილების ჩუქება ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა. 

ნარცისები

გაზაფხულის დადგომის მაუწყებელი, ეს კაშკაშა ყვავილი მშვენიერი შეხსენებაა იმისა, თუ რა როლს ასრულებენ მასწავლებლები ადამიანის ცხოვრებაში. 

მასწავლებლები, ნარცისების მსგავსად, შთააგონებენ და ახალი აზრების მობილიზაციას, ზოგადად, განახლებას ხელს უწყობენ. ნარცისის მხიარული ყვითელი ფერი სითბოს და ბედნიერებას ასახავს, რომელსაც მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეების ცხოვრებაში ნერგავენ. ეს ყვავილები იქნება დამსახურებული მადლობა იმ მეგზურებისთვის, რომლებიც მოსწავლეებს არასოდეს შორდებიან. 

რაც მთავარია, მათი პოვნა ბუნებაშიც შეგიძლიათ და მასწავლებლის გულის გასახარად ძვირადღირებული თაიგულის შეძენა საჭირო სულაც არ არის.  

ორქიდეა

ეს ეგზოტიკური და ელეგანტური ყვავილი სიყვარულის, სიძლიერისა და სილამაზის  სიმბოლოა. მასწავლებლები ისევე, როგორც ორქიდეები, სწორედ ამ თვისებების განსახიერება არიან.  

ისინი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, ძლიერი ხასიათის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ეხმარებიან.  

იცოდით, რომ ორქიდეები მცენარეთა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ოჯახია? სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებლისთვის ორქიდეის ჩუქება შეიძლება იმის გამოხატულება იყოს, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პედაგოგები თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

მზესუმზირები

ეს ულამაზესი ყვავილები, რომელთაც თავი მზისკენ აქვთ მიმართული, პედაგოგებისთვის შესანიშნავი საჩუქარია. ნათელი და მხიარული მზესუმზირები შეიძლება მუდმივი განვითარების სიმბოლოდ მივიჩნიოთ. ის თაყვანისცემისა და ერთგულების სიმბოლოა. 

სასწავლო წლის პირველ დღეს პედაგოგისთვის მზესუმზირის ჩუქებით, მოსწავლეები მათ პატივისცემას დაუდასტურებენ, საკუთარ აღფრთოვანებას გამოხატავენ და დღეს გაულამაზებენ.  სწორედ მზესუმზირის მსგავსად, მასწავლებლები გვეხმარებიან ჩვენში სინათლე ვეძიოთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გავიზარდოთ. 

დალიები

ამ მცენარეებს დანახვისთანავე თან აღტაცების და მრავალფეროვნების ტალღა ახლავთ. დალიები ცნობილია თავისი საინტერესო ნიმუშებითა და ფერების ფართო სპექტრით. მასწავლებლის მსგავსად, რომელიც თითოეულ მოსწავლეში ინდივიდუალობას აფასებს, დალია გვაჩვენებს, რომ სილამაზე უნიკალურობაშია.

ეს მახასიათებელი მათ სასწავლო წლის პირველი დღისათვის გამორჩეულ არჩევანად აქცევს. 

ტიტები

შემდეგი არის ელეგანტური ტიტები. ტიტები, რომლებიც ოდესღაც - მე-17 საუკუნის ჰოლანდიაში ოქროზე ძვირი ღირდა, ღრმა სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლოა. სწორედ მას შეუძლია, რომ მასწავლებლის - განმანათლებლის მიმართ ადამიანთა გრძნობები სრულყოფილად ასახოს. 

მის სხვადასხვა ფერს სიმშვიდე მოაქვს და გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს. სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებლისთვის ტიტების თაიგულის ჩუქება მადლიერებით სავსე გულის გადაშლას ჰგავს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება