სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქოლგა საჩუქრად, 3-დღიანი ზეიმი და წვეულება მეგობრების შესაძენად - როგორ აღნიშნავენ სასწავლო წლის დაწყებას სხვადასხვა ქვეყანაში?
14-09-2024
-
+


ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მღელვარებაც იმატებს. საქართველოს სკოლებში ეს დღე, როგორც წესი, საზეიმო ღონისძიებებით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება.

რა თქმა უნდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვა ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღეს არაერთი ტრადიცია უკავშირდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ.

მეგობრების ცერემონია ყაზახეთში

ყაზახეთში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მშობლები და მასწავლებლები ხშირად ერთგვარ წვეულებას მართავენ. იქ ახალი მოსწავლეები ერთმანეთს ხვდებიან და ცდილობენ, ერთმანეთთან დამეგობრნენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოსწავლეს პედაგოგთან საჩუქრად ერთი ყვავილი მიაქვს. ამ ყვავილებს მასწავლებლები ერთმანეთს ამატებენ და კლასის ბუკეტს აკეთებენ. საჩუქარს მოსწავლეებიც იღებენ. მათ მშობლები, ჩვეულებრივ, ტკბილეულს, ფანქარს ან მსგავს ნივთებს ჩუქნიან.

Randoseru იაპონიაში

ამომავალი მზის ქვეყანაში სასწავლო წელი აპრილში იწყება. სკოლის პირველი დღე იაპონურ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს მოსწავლეები იღებენ სპეციალურ ჩანთა Randoseru-ს - ეს ტრადიციაა. ჩანთები შედარებით ძვირია, თუმცა ის მთელ სასკოლო მოგზაურობაზეა გათვლილი. ისინი ბავშვებს ეხმარება, რომ მათი მისწრაფებების ღირებულება გაიგონ. გარდა ამისა, პირველ დღეს ისინი მიირთმევენ ბრინჯსა და კვერცხს, იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში იღბალი სწყალობდეთ.

საუდის არაბეთი

ქვეყანაში სასწავლო წლის დაწყება 3 დღის განმავლობაში აღინიშნება. საუდის არაბეთში ბევრი სკოლა სასწავლო წელს პირველივე დღეს არ იწყებს, იქ დღეების განმავლობაში ზეიმია. ამ დროს კი, მოსწავლეები ერთმანეთს ეცნობიან, უახლოვდებიან და მეგობრდებიან. მასწავლებლებს კი მოსწავლეებისთვის ყვავილები და საკვები მიაქვთ. ასე რომ, საუდის არაბეთში სასწავლო წლის პირველი 3 დღე მხოლოდ ზეიმია, სწავლა მხოლოდ შემდეგ იწყება.

ინდონეზია

ინდონეზიში პირველი დღის ტრადიცია ერთმანეთის გაცნობაა. სკოლებში ისეთი აქტივობები იმართება, რომელთა მეშვებითაც ბავშვები კომუნიკაციის უნარებს ავლენენ და ერთმანეთს მეტად უახლოვდებიან. როგორც წესი, ისინი სხვადასხვა პატარა ჯგუფად იყოფიან, რომელთაც მასწავლებლები ან უფროსი მოსწავლეები მენტორობენ.

ინდოეთი

ინდოეთში სასწავლო წლის პირველი დღე ტრადიციულად აღინიშნება. ამ განსაკუთრებულ დღეს მოსწავლეები პატარა საჩუქრებს იღებენ ხოლმე, მათ შორის, ქოლგასაც. ეს იმიტომ, რომ სასწავლო წელი მაისში ან ივნისში იწყება, რაც ასევე წვიმების სეზონის დასაწყისია.

Schultüte გერმანიაში

პირველი კლასის მოსწავლეები გერმანიის სკოლებში მიდიან შეფუთვით, რომელშიც არის ტკბილეული, სასკოლო ნივთები და პატარა საჩუქრები. Schultüte-ის შეძენა მაღაზიებშიც შესაძლებელია, თუმცა, როგორც წესი, მშობლებს ურჩევნიათ, რომ ზაფხულის განმავლობაში, თავად ააწყონ. ეს ტრადიცია სათავეს მე-18 საუკუნეში იღებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრადიცია სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგალითად, ავსტრიას.

ჩინეთი

ჩინეთში პირველკლასელები ხშირად იღებენ პატარა წითელ შარფებს. შარფი ახალგაზრდა პიონერების ატრიბუტია. ამ ორგანიზაციის წევრების ასაკი 6-დან 14 წლის ჩათვლით მერყეობს. სასწავლო წლის პირველ დღეს შარფი იმის სიმოლოა, რომ ბავშვმა სასკოლო ცხოვრებაში შეაბიჯა და ინტელექტუალური მოგზაურობა დაიწყო. პირველი დღის ტრადიციაა ასევე დროშის აღმართვა და სიტყვით გამოსვლა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება