სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება
02-09-2024
-
+


„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე ოჯახებში ახალდაბადებული ბავშვებისთვის გაიცემა ერთჯერადი 450 ლარიანი დახმარება, ხოლო სხვა დასახლებაში მცხოვრები ბენეფიციარები 400 ლარს მიიღებენ.

„დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით, ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი“, - ნათქვამია დადგენილებაში.

გარდა ამისა, „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი 400-ლარიანი დახმარება, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება განისაზღვრება დამატებით 100 ლარით.

დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი“.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება