| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.
ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა.
ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში ჰყავდათ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.
სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩა ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას