სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები განსაკუთრებული სამედიცინო პირობებით ისარგებლებენ
09-08-2024
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
„ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან და მის კლინიკურ ბაზებთან სამი მიმართულებით ვიწყებთ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბაღების შესაბამისი პროფილის პერსონალის გადამზადებას, ასევე, სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პერსონალისა და აღსაზრდელებისთვის, როგორც ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტში სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა აბულაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას.

გარდა ამისა, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსი ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება