სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა
08-08-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აგრძელებს რეგისტრაციას ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM).  


FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები საკმაოდ მრავალფეროვანი და ფართოა. იგი ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს (10 სტუდენტს) სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკით და უკვე დასაქმებულ სტუდენტებს ხელი არ შეეშლებათ სამუშაო პროცესსა და სტაჟირებაში. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. პროგრამის თანახელმძღვანელები არიან KIU-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორი აკაკი ხელაძე და KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი.  

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა აპლიკაციების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და ზეპირი გამოცდის/მიღების ინტერვიუს წარმატებით გავლა. ზეპირი გამოცდა ეტაპობრივად, 17 სექტემბრის ჩათვლით  ჩატარდება.


პროგრამის შესახებ დეტალები


ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი. 


პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE). 


პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესზე და ინდუსტრიაზე, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე. 


FIM-ის კარიერული შესაძლებლობები


მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია. 


პროგრამის საფასური და დაფინანსება 


პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში,  კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.

  

საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ. 


KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 


საკონტაქტო ინფორმაცია:  


დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: fim@kiu.edu.ge   


ტელ: 511 138 197  www.kiu.edu.ge    



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება