სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩვენი სკოლის ხედვა და მისია საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ“- ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლას ავტორიზაცია მიენიჭა
01-08-2024
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი რომან ჯაიანი უძღვება, რომელის ხელმძღვანელობითაც სასკოლო საზოგადოებამ არაერთ წარმატებას მიაღწია.  მათ შორის, აღსანიშნავია, რომ გუშინ, 31 ივლისს, სკოლას 9 წლით ავტორიზაცია მიენიჭა.

რასაკვირველია, ეს ფაქტი ნებისმიერი სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად გასახარია იმ სკოლის დირეტორისა და პედაგოგებისთვის, სადაც სულ 29 მოსწავლე სწავლობს. რომან ჯაიანი etaloni.ge-ს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა. 

- გუშინ, საღამოს 6 საათზე, საბჭოს სხდომა იყო, სადაც პირველ საკითხად ჩვენი სკოლისთვის ავტორიზაციის მონიჭება განიხილებოდა. დაახლოებით, 1 საათი დაგვჭირდა. იყო კითხვები და შესაბამისი პასუხები. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ავტორიზაცია მოგვენიჭა და რასაკვირველია, ძალიან გაგვიხარდა. იყო მცირე შენიშვნები, ოღონდ გამოსწორებადი.

- ძირითადად, ყურადღება რა საკითხებზე გამახვილდა?

- ჩვენ ძალიან ბევრი წარმატება დაგვიგროვდა, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენიმე მასწავლებელმაონლინ გამოცემებში სტატიებიც გამოაქვეყნა, ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა მოსწავლეთა ხელით დამზადებული რესურსები და თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოს წევრებმა გენდერული თანასწორობა და კომპიუტერულ ოთახში ქცევის წესებიც კი შენიშნეს. ხელით დამზადებულ რესურსებში წყლის წისქვილი გვქონდა, ასევე ჩიტების ქალაქი. როგორც ჩანს, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.

- ავტორიზაცია 9 წლით მოგენიჭათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის?

- დიახ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 29 მოსწავლე გვყავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მხარეში პირველი სკოლა ვართ, რომელმაც ავტორიზაცია სრულად გაიარა. სწორედ ამიტომ, გახარებულები ვართ. ჩვენი ხედვა და მისია საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ. მით უმეტეს, ახლა, ახალი შენობა გვაქვს, სადაც 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან გადმოვედით. არაჩვეულებრივი გარემოა, 2 პანდუსი, კეთილმოწყობილი ეზო, გარე მოედანი - მოკლედ, ყველაფერი საუკეთესოდ გვაქვს.

- ავტორიზაციისთვის სამზადისისას, როგორი იყო პედაგოგების როლი და ჩართულობა? 

- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლექტივს, რომლის წევრებმაც ეს ერთი წელიწადი მართლაც მუხლჩაუხრელად იმუშავეს. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, მათ შორის, სოფლის პირობების გათვალისწინებითაც. ზოგჯერ შუქიც არ გვქონდა, თუმცა ყოველთვის ვმუშაობდით. ბრწყინვალე მასწავლებლები და არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, რომელმაც სასურველი შედეგი დადო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზაფხულია, გუშინდელ სხდომას ყველა ესწრებოდა, ყველა მოვიდა და ძალიან გახარებულები ვართ.

- ჩანს, დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ...

- დიახ და მინდა, ყველა სკოლას წარმატება ვუსურვო. მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, მუნიციპალიტეტში ავტორიზებული სკოლა ვიქნებით და აუცილებლად დავეხმარებით ყველას, თუ ვინმე შეგვეხმიანება და ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ.

აქვე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაკა ჯანაშვილს, ჩვენს ექსპერტს, რომელმაც არაჩვეულებრივად წარგვადგინა, ძალიან კარგი კოლაჟი გვქონდა. რეალურად, ჩვენ რაც წარმოდგენილი იყო, ყველაფერი გაკეთებული გვქონდა, მაგრამ როგორ წარმოაჩენ, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. ეს კი დიდებულად გააკეთა.  



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება