სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ძალიან მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომ კარგი და პროფესიონალი კადრები მოვიდნენ სკოლაში“
22-07-2024
-
+


დღეს მასწავლებლებმა უცხოური ენების სასაუბრო ნაწილი ჩააბარეს. აპლიკანტებს შორის გახლდათ სამოქალაქოს მასწავლებელი ლელა ბუცხრიკიძე, რომელიც გერმანული ენის ტესტირებაზე გადიოდა. 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების შემდეგ, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გადაწყვიტა ხელი საყვარელი საქმისთვის მოეკიდებინა

Etaloni.ge-სთან პედაგოგი გერმანული ენის გამოცდის სირთულეზე საუბრობს, აღნიშნავს თუ როგორ გაიზარდა  მოსწავლეებში ამ ენისადმი ინტერესი, იმაზეც გვიყვება, რომ მხოლოდ ამ საგნის მასწავლებელს სკოლაში რეალიზების დიდი შესაძლებლობა აქვს

„გერმანული ენის გამოცდაზე ვიყავი, მე-6 საავტორო კერძო სკოლაში ვასწავლი სამოქალაქო განათლებას უკვე 10 წელია. გამოცდა პირადად ჩემთვის რთული ნამდვილად არ ყოფილა, გამოცდილებაც დამეხმარა, ვმუშაობ გერმანიის მთავრობის პროექტში და დიდი ხანია, რაც გერმანულ ენასთან შეხება მაქვს, ამიტომ გამოცდა სირთულეს არ წარმოადგენდა. გარემო იყო ძალიან კარგი და სასიამოვნო, ჩვენი დამკვირვებლებიც ხალისიანი და ღიმილიანი ქალბატონები იყვნენ,  გაგვიმართლა მათში. საერთო ჯამში ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო“, - ასე აფასებს პედაგოგი გამოცდის სირთულეს და საგამოცდო სექტორში შექმნილ ატმოსფეროს. 

პედაგოგი იმაზეც გვიყვება, თუ რამდენად დიდია მოსწავლეებში გერმანული ენისადმი ინტერესი და აქვთ თუ არა პედაგოგებს შესაძლებლობა, სკოლაში მხოლოდ ამ საგნით რეალიზდეს, რათა მისაღები ანაზღაურებაც ჰქონდეთ და საათობრივი დატვირთვაც: „დღეს საქართველოში  გერმანულ ენაზე დიდი მოთხოვნა, იმის გამო, რომ გერმანიაში სწავლა უფასოა და მოსწავლეთა უმეტესობა თავის მომავალს გერმანიაში სწავლის გაგრძელებას უკავშირებს. შესაბამისად, როგორც სკოლებში ამ საგნის, ისე რეპეტიტორების მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. შეუძლია თუ არა მასწავლებელს სკოლაში მხოლოდ გერმანული ენით რეალიზება? - ვფიქრობ, რომ კი! დღეს ამ ენის სპეციალისტებს დასაქმებისა და ფინანსურად უზრუნველყოფის დიდი შესაძლებლობა აქვთ“. 

10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების ფონზე, სამოქალაქოს მასწავლებელმა მეორე ენის სწავლებაც გადაწყვიტა, პედაგოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არა ანაზღაურების ზრდის მიზნით, არამედ საყვარელი საქმის კეთების სურვილით გადაწყვიტა: „ის რომ გერმანული ენის მასწავლებლობა გადავწყვიტე, რაც არ არის განპირობებული ანაზღაურების ზრდით, მთავარი მიზეზი ამ ენის სიყვარულია, მიყვარს გერმანული და მსიამოვნებს ენაზე მუშაობა. უკვე იმ ასაკში ვარ, გადავწყვიტე ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც მიყვარს“. 

პედაგოგი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოხარულია, რადგან კერძო სკოლაში ასწავლის ბევრი რამ არ შეხებია, თუმცა აღნიშნავს, რომ მოტივირებული და კვალიფიციური კადრების არსებობისთვის, მასწავლებლის ანაზღაურება ძალიან მაღალი უნდა იყოს: „მე კერძო სკოლაში ვასწავლი და მიმდინარე ცვლილებები, რის წინაშეც საჯარო სკოლები აღმოჩნდნენ, არ შეგვხებია. გაგვიმართლა, რათა კარგად ვართ და ანაზღაურებაც მისაღებია, თუმცა ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომ კარგი და პროფესიონალი კადრები მოვიდნენ სკოლაში - თუ სკოლაშივე არ ჩაეყარა საფუძველი განათლებას, მერე უკვე ძნელია ახალგაზრდები დააყენო სწორი განვითარების გზაზე“. 

ჩვენი რესპოდენტი თავს იკავებს საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტსა თუ სიმრავლეზე საუბრისგან, თუმცა იმას კი სიამაყით აცხადებს, რომ არასდროს უფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლა, რადგან თავს დიდი ოჯახის წევრად თვლის: „კვალიფიციურ კადრებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ჩემა სკოლამ პირველი რითიც მომაჯადოვა იყო საოცარი მასწავლებლები და კვალიფიციური პერსონალი. სხვაგან არ მისწავლებია და ვერ გეტყვით, რამდენად კვალიფიციური კადრები გვყავს საჯარო სკოლებში, თუმცა ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყოდით, რომ ჩვენი მასწავლებლები არიან ნამდვილი ვარსკვლავები, არამხოლოდ საგნის ძალიან მაგარი ცოდნით, არამედ პიროვნული თვალსაზრისითაც და ეს ეტყობა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს. მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება