სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რესურსცენტრების ჩამონათვალი, სადაც უფროსის პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა
19-07-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს − ბაღდათის, საჩხერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ჩხოროწყუს, ხობის, ახალქალაქის, თელავის, ხაშურის, ლანჩხუთის, გარდაბნის, სენაკისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობებზე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 13 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი;
  • განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2024 წლის 18 ივლისიდან და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე: https://hr.gov.ge

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:

  • პირველი ეტაპი – კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი – გასაუბრება.

რესურსცენტრის უფროსობის კანდიდატი, კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გასაუბრებას გაივლის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.

გასაუბრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეცნობება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება